• რეკლამა
  • კონტაქტი
02:17, კვირა, 15 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სალაყაია და ახალაია ცეკვავენ იმ სუფრაზე, სადაც ნათია ტრაპაიძე სკამზე დგას – ესენი ითხოვენ გადამოწმებას?”

ალია ავტორი - ალია
13:06 07-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
132

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ საუბრისას განაცხადა:

„ვუერთდები სამძიმარს ოჯახის მიმართ და ღრმად მწამს, რომ ამ საქმეს ნათელი მოეფინება და ამის ადამიანური, პოლიტიკური, მოქალაქეობრივი ნება ხელისუფლებას აქვს და ეს ნება რომ აქვს, ამაზე მეტყველებს ის 17 ბრალდებული, რომელიც არც ერთ სიუჟეტში, გარდაცვლილი შაქარაშვილისა და მისი ოჯახის წევრებზე ცრემლებმომდგარი პოლიტიკური და მედიაკანიბალები, არსად არ ახსენებენ. ბოლოს როდის თქვა ოპოზიციურმა მედიამ, რომ ამ საქმეზე, მყისიერი რეაგირების ფარგლებში, ძალიან მძიმე ბრალდებით, 10-ზე მეტი, 17 პირია დაპატიმრებული? ეს მათ ინტერესში არ შედის და არც უთქვამთ.

რაც შეეხება საუბარს იმაზე რომ, წინააღმდეგობრივია ჩვენებები. აქაც პარადოქსთან გვაქვს საქმე. ყველა რომ ერთნაირად ჭიკჭიკებდეს, მაშინ უნდა გაუჩნდეს გონიერ ადამიანს ეჭვი – დალაგებული ხომ არ არისო. გამოძიება, ობიექტურად არსებული, ნატურალური წინააღმდეგობების დაძლევისა და ჭეშმარიტების პოვნის ხელოვნებაა და, ვინაიდან ამ ჩვენებებში წინააღმდეგობებია, ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ამბობენ იმას, რაც ან ახსოვთ, ან – უნდათ, რომ ახსოვდეთ, ყოველგვარი ჩარევის გარეშე. გავიხსენოთ, როდის მოხდა ეს ყველაფერი: ღამით, ნასვამები… ერთსა და იმავე ამბავს სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვაგვარად ჰყვება. შესაბამისად, ის, რომ ამ საქმეში, მოწმეების ჩვენებებს შორის სხვაობაა, ჩემი ოპტიმიზმის საფუძველია. ეს ნიშნავს, რომ იქ არაფერი არაა დალაგებული. აბა, თუთიყუშივით, ერთნაირ ჩვენებებს აძლევდნენ… მაშინ გაუჩნდებოდა გონიერ ადამიანს ეჭვი. ეს ახალგაზრდები, რომლებიც ეგზალტირებულები, აღგზნებულები იყვნენ, ერთხელ იჩხუბეს, მეორედ… ღამით, ნასვამები იყვნენ და რას ჰქვია, რომ დალაგებულად არ ლაპარაკობენ? სწორედ ის, რომ საქმეში არის წინააღმდეგობები, ნიშნავს, რომ გამოძიება მიდის ერთადერთი მართალი გზით.

საზოგადოებაში არანაირი კითხვები არ არსებობს, მონაწილეობდა თუ არა ამ საქმეში ბერა ივანიშვილის ე.წ. „მეგობარი“. საზოგადოების სმენადობაში არსებობს გვარამიას განაჩენი, რომ ის მონაწილეობდა საქმეში და გვარამიამ ეს ვერდიქტი უკვე გამოიტანა. ძალიან ნიშანდობლივია ის, რომ არსებობს კადრები, სადაც თაკო სალაყაია და დათა ახალაია ცეკვავენ იმ სუფრაზე, სადაც ნათია ტრაპაიძე, ბოდიში მომითხოვია და, სკამზე დგას. დღეს ისინი ითხოვენ საქმის არარსებული ფიგურანტის ანძების ამოღებასა და გადამოწმებას. ჩემი აზრით, თუ ამოსაღები იქნება, ამასაც ამოიღებენ და ჩემი საპროკურორო ზედამხედველობა არ სჭირდება დღევანდელ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, მაგრამ ვიდრე ხელისუფლება არ შეიცვალა და სტრასბურგმა არ თქვა, რომ მთელი სახელმწიფო ამ ერთი ბიჭისა [სანდრო გირგვლიანის] და ერთი ოჯახის წინააღმდეგ შეიკრა, რომ არ აღსრულებულიყო მართლმსაჯულება, რა იყო საზოგადოებისა და ადვოკატი შავგულიძის მთავარი მოთხოვნა? რომ ამოღებულიყო თაკო სალაყაიას სატელეფონო ანძები. სასამართლოს დონეზეც კი, მათ უარი ეთქვათ. დღეს ეს ხალხი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ანძების ჩანაწერები არ ამოღებულიყო, როდესაც ჩვენ გვაქვს ბოკერიას სინქრონი, როცა ამბობს, რომ თაკო სალაყაიას და დათა ახალაიას სატელეფონო ჩანაწერებისა და ანძების ამოღება პოლიტიკურ სპეკულაციას ემსახურებაო და როდესაც ხელისუფლება შეიცვალა და (მეც ვმონაწილეობდი ამ გამოძიებაში) ამოვიღეთ ასამდე ზარი. ხალხი, ვინც თაკო სალაყაიასა და დათა ახალაიას სატელეფონო ზარების ჩანაწერებს არ იღებდა, დღეს ითხოვს საქმის არარსებული ფიგურანტის სატელეფონო ზარების ამოღებას. ეს იმიტომ, რომ როგორმე, ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს მიაწერონ კრიმინალი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved