• რეკლამა
  • კონტაქტი
13:41, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საკოორდინაციოს მწვანე პასპორტებზე სრული პაკეტი წარვუდგინეთ, ვნახოთ – გამყრელიძე

ალია ავტორი - ალია
11:23 10-26-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, NCDC-მა საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ე.წ მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით სრული პაკეტი წარუდგინა. გამყრელიძის ინფორმაციით, პაკეტი სამდივნომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად უნდა განიხილოს.

“ვნახოთ, გადაწყვეტილებები ვფიქრობ, რომ უნდა იყოს. მე ჩემს გამოსვლებში აღვნიშნე, რომ დიახ, სავალდებულოება საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა, ეს არ არის მარტივი… მე ამას არასდროს არ ვმალავდი, გუშინ და გუშინწინ კი არ მითქვამს, ყოველთვის ვამბობ, რომ მე ვემხრობი, როგორც ამირან გამყრელიძე, ერთი ექიმი” – ამბობს გამყრელიძე.

NCDC-ს დირექტორმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მომხრეა, აცრების გასააქტიურებლად სხვადასხვა შემზღუდველი თუ წამახალისებელი ღონისძიებები დაწესდეს.

“სოფლებში რომ დავდივართ, გვეუბნებიან, თუ იქნება სავალდებულო, ავიცრები, თუ არადა, არა. იმავეს გვეუბნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნოემბერში ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. ერთის მხრივ, გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია, მეორეს მხრივ კი არაპირდაპირი, ე.წ. ირიბი მანდატორიზმი, როდესაც აუცრელ ადამიანებს ექნებათ ბარიერი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობისას. ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი ბერკეტია და მას ბევრი ქვეყანა იყენებს აცრების გასააქტიურებლად” – თქვა გამყრელიძემ.

თუმცა, მის საპასუხოდ, პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს. მისი აზრით, აცრილთა რაოდენობა “საკმაოდ ეფექტური შედეგია”.

“მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ დროულად ჩამომეტანა საკმარისზე მეტი ვაქცინები, მილიონობით და პირადად მე ვიყავი ჩართული ამ მოლაპარაკებების პროცესში. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, დავარწმუნოთ და არა ვაიძულოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დავარწმუნოთ, რომ ეს არის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი. მილიონი მოქალაქის აცრა შევძელით სულ რაღაც სამ თვეში. ეს საკმაოდ ეფექტური შედეგია”.- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved