19 წლის გიორგი შაქარაშვილს, მეგობრები ინგა გრიგოლიას გადაცემაში „რეაქცია“ იხსენებენ. მეგობრებმა ის მოწესრიგებულ, თბილ, ყურადღებიან და იუმორით სავსე ადამიანად დაახასიათეს:
„შეყვარებული არ ყოლია, კარიერაზე იყო ორიენტირებული და მეგობრებს და ფეხბურთს აყენებდა ყველაზე წინ“
„ერთხელ თამაშის წინ მითხრა. შენ შენ გუნდელებს უთხარი და მე ჩემ გუნდელებს ვეტყვი რომ ფრთხილად ვითამაშოთ და ერთმანეთს არაფერი დავუშავოთო. ძალიან ნერვიულობდა თუ თამაშის დროს ვინმეს ფეხს მოარტყამდა და ატკენდა ხოლმე“
„ძალიან რელიგიური ადამიანი იყო. სახლიდან პირჯვრის გადაწერის გარეშე არ გადიოდა. ხატს აკოცებდა და ისე მიდოდა ხოლმე ყოველთვის“
კომენტარები