• რეკლამა
  • კონტაქტი
02:20, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სახელმწიფოსგან ,,ეროვნული ბო@ები” და “უნიტაზის პოეტები” ფინანსდებოდნენ – გია გაბრიჭიძე

ალია ავტორი - ალია
21:26 03-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
118

ჟურნალისტი, გია გაბრიჭიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ცოტა დიდია, მაგრამ არაუშავს

კულტურული რევოლუცია

პირდაპირ ვიტყვი – დიახ, მე მესიამოვნა თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნა.

მესიამოვნა ბევრი მიზეზის გამო, რომელთაგან ერთ-ერთი და უმთავრესი არის ის, რომ დღევანდელი საქართველო, როგორც დეპრესიულ რეგიონად გადაქცევა სწორედაც რომ აგრესიული ლიბერალების მიერ კულტურის მოსპობამ, მის გოიმურ რელსებზე გადაყვანამ, ნამდვილი ფასეულობების მიმართ ბულინგმა და სხვა მრავალმა უბედურებამ გამოიწვია.

გამოიწვია იმან, რომ ნამდვილი, ჭეშმარიტი ლიტერატურის ნაცვლად თავს მოგვახვიეს „უნიტაზის პოეზია“ და ვითაც ტიპები ისე იკუთვნებენ თიკუნს „პოეტი“ ან „მწერალი“, რომ მათი „ნაწარმოებები“ ოჯახის წევრებსაც არა აქვთ წაკითხული. გამოიწვია იმან, რომ იუმორის ნაცვლად თავს მოგვახვიეს მდაბიო, წყევლითა და ღადაობით შეზავებული იუმორი, რომლის მონაწილეებს რატომღაც „მსახიობებს“ უწოდებენ.

გამოიწვია იმან, რომ მხატვრობა და ქანდაკება მხოლოდ დილის გადაცემებში სარეკლამო თანხის გადახდის შემდეგ რამდენიმე წუთიანი საქებარი და აღფრთოვანებული პიარ-სიუჟეტის გასვლით იწყება და მთავრდება და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ იმ სიუჯეტის ავტორმა ნამდვილად არ იცის ის „ღრმა ჩანაფიქრი“ რასაც „შემოქმედი“ გვთავაზობს.

გამოიწვია იმან, რომ სახელმწიფოსგან „ეროვნული ბოზები“ ფინანსდებოდნენ და ევროპაში ქართული ლიტერატურის გასაცნობად გაურკვეველი განათლების და ინტელექტის ტიპები იგზავნებოდნენ.

გამოიწვია იმან, რომ მედია გაივსო ვიღაც „მოღვაწეებით“, რომელთაგან ზოგი ე.წ. ქამინგ აუტით, ზოგი კი რაღაც უღიმღამო და უინტელექტო წამოძახილებით ცდილობს პოპულარობის მიღწევას.

გამოიწვია იმან, რომ ხელოვანის სტატუსს არა ხალხი, არამედ კულტურაზე გამწესებული დამწყები ჟურნალისტები ანიჭებენ.

გამოიწვია იმან, რომ არ არის ნამდვილი კრიტიკა. არ არის სპექტაკლის, ფილმის, გამოფენის, თუ ლიტერატურული ნაწარმოების რეალური შეფასება და არ არის ამის შესახებ კამათი. ჯანსაღი კამათი.

გამოიწვია იმან, რომ სააკაშვილი მზესუმზირასავით არიგებდა რუსთაველის და სხვა უმაღლეს პრემიებს, რითაც არა მხოლოდ ფასი, არამედ ნამდვილ ხელოვანებს მათი მიღების ინტერესიც დაუკარგა.

გამოიწვია იმან, რომ მოკვდა შეხვედრები და გასტროლები რეგიონებში.

დიახ ვიცი, რომ ვთქვათ ანიტა რაჭველიშვილი დიდი მომღერალია, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვიცი მხოლოდ პრესიდან.

რამდენი კონცერტი ჰქონია ქალბატონ ანიტას (ცხადია მხოლოდ ის არ მყავს მხედველობაში, ზოგადად ვამბობ) საქართველოს რეგიონებში?

ვთქვათ ლაგოდეხში, ან მესტიაში? ბათუმი არ ითვლება!

რამდენი მწერალი შეხვედრია თავის მკითხველს, გარდა ისევ „ჩარეცხილი“ მწერალთა კავშირის მწერლების გარდა?

რამდენი გამოფენა წაღებულა ტყიბულში, ან ხულოში?

ფინანსები?

კი ბატონო, ფინანსები ყოველთვის პრობლემაა, მაგრამ ზემოთ „ეროვნული ბოზები“ და ევროპაში მოგულავე „მწერლები“ ვახსენე.

არ არის საჭირო და ნამდვილად არ არის საჭირო, რომ კულტურის მინისტრი მომღერალი ან მხატვარი იყოს.

კულტურის მინისტრი უნდა იყოს მენეჯერი!!!

კარგი მენეჯერი!!!

რაც შეეხება ე.წ. შეშფოთებას იმის მიმართ, რომ წულუკიანი „ფელიქსი“, ან „ბერია“ იქნება, უბრალოდ მინდა ამ შეშინებულებს ვუთხრა – თუ ნამდვილი ხელოვანი ხარ, ვინაა შენთვის მინისტრი?

წერე, ხატე, დაუკარი, შექმენი შედევრი. შექმენი და შენი ნაღვაწს მინისტრი კი არა, ხალხი დაგიფასებს.

ნამდვილად არ ჩამოვთვლი იმ დიდ შემოქმედებს, რომლებიც ქმნიდნენ და საერთოდ არ არინტერესებდათ არამც თუ მინისტრის გვარი, არამედ ქვეყნის პირველი პირი ვინ იყო ისიც არ იცოდნენ.

არ იცოდნენ და სწორედ მაგიტომ დარჩნენ ისტორიაში როგორც დიდი შემოქმედები. დიდი შემოქმედები და არა „წითელი, მწვნე, თეთრი“ და სხვა ფერის „ინტელიგენტები“.

კულტურის მინისტრს კი სხვა უამრავი საქმე აქვს, რომელთაგან უმთავრესი ისტორიული, თუ კულტურის მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენაა.

უმთავრესი წიგნებზე, კონცერტისა თუ სპექტაკლის ბილეთებზე ხელმისაწვდომობაა.

რეგიონებში ღირსეული ხელოვანებისთვის, ახლაგაზრდებისთვის ხელშეწყობა და მათს პოპილარიზაციაზე ზრუნვაა.

გარკვეულწილად დარგობრივი ჟურნალების გამოცემაა, სადაც ზემოთ ნათქვამი კომპეტენტური, ობიექტური კრიტიკა და ცხადია ქებაც იქნება.

უამრავი რამ შეიძლება ითქვას ქართული კულტურის დღევანდელ სავალალო მდგომარეობაზე. უამრავი რამ და პრინციპში ეს ყველაფერი თქვენც კარგად იცით.

რაც შემეხება მე, უბრალოდ ერთი ჩემი აწ გარდაცვლილი მეგობრის სიტყვებს გავიხსენებ, რომელიც ერთ-ერთი პოლიტიკოსის დაწინაურებაზე ჩემს მიერ გამოთქმული აღფრთოვანების გამო მითხრა – ნუ ღელავ გაბრო, ჩვენ ყველა ხელისუფლება დაგვიჭერსო.

არადა თეა წულუკიანის დანიშვნა მართლა მესიამოვნა.

ამ სტატიას (და არა სტატუსს) ჩემს რეგალიებსაც მივაწერ, რომ არ იფიქროთ ვირაც „ფრაერი“ წერსო: საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი. მწერალთა კავშირის წევრი. სერგრი მესხისა და ნიკოლაძის პრემიების ლაურეატი. „ოქროს ფრთის“ მფლობელი გია გაბრიჭიძე”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved