• რეკლამა
  • კონტაქტი
05:09, შაბათი, 7 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სახელმწიფომ შექმნა თანამედროვე ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ მცენარეთა დაცვის და ნიადაგის კვლევის მიმართულებით – ლევან დავითაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:13 08-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

„როცა ვსაუბრობთ გურიაზე, არ შეიძლება არ ვახსენოთ ანასეულის სამეცნიერო-კვლევითი ბაზა, არ ვახსენოთ ის სამეცნიერო  პოტენციალი, რომელიც ამ მხარეში ყოველთვის იყო”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა  „ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის წარდგენაზე.

„გურიის მხარიდან არიან ის ადამიანი, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოში აგრარული დარგის განვითარებაში. ჩვენ დღეს ვინარჩუნებთ იმ ტრადიციებს, რომელიც ანასეულში ჩამოყალიბდა. სახელმწიფომ შექმნა თანამედროვე ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ მცენარეთა დაცვის მიმართულებით, ნიადაგის კვლევის მიმართულებით, რომ სოფლის მეურნეობა იყოს  პროგნოზირებადი, პროდუქტიული და უფრო მეტად წარმატებული”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გურია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარეა, რომელსაც დიდი გენოფონდი, დიდი გენეტიკური მრავალფეროვნება გააჩნია, თუმცა, დიდწლიად მივიწყებულია და მხოლოდ ახლა ხდება ამ ტრადიციების აღდგენა.

„მაქსიმე  რამიშვილი იყო გამორჩეული მეცნიერი, რომლის სახელსაც ატარებს ჯიღაურას სამეცნიერო-კვლევითი ბაზა, სადაც ვაზის ჯიშების ქართული გენოფონდია წარმოდგენილი და რომლის შექმნაც  ფონდის „ქართუ“ და ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით მოხდა. ეს გენეტიკური რესურსები, რომლებიც, ფაქტობრივად, განიავებული იყო, ჩვენ გადავარჩინეთ და დღეს მთავარი ამოცანაა, რომ ისინი  წარმოებაში დავაბრუნოთ. გურიაში მეტი ადგილობრივი ჯიშის ვენახი უნდა გაშენდეს, მეტი საოჯახო მარანი და სასტუმრო ამოქმედდეს, რომ განვავითაროთ ტურიზმიც და მეტი შემოსავალი მივიღოთ”, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

თეგები: ლევან დავითაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

15:33 02-06-2026
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14:51 02-06-2026
თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის

14:22 02-06-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მეორე ეტაპი აჭარაში გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მეორე ეტაპი აჭარაში გაიმართება

12:22 02-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved