• რეკლამა
  • კონტაქტი
15:32, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტი: რუსეთმა ყველა დეპორტირებული ბავშვი უკრაინაში უნდა დააბრუნოს

ალია ავტორი - ალია
12:00 08-01-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
954

აშშ-ის მთავრობა დაჟინებით მოითხოვს, რომ რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების დეპორტაცია შეწყვიტოს და ყველა მათგანი საკუთარ სახლებში დააბრუნოს.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ინციდენტი, რომელიც ამ ომში ვნახეთ, არის უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის რუსეთში დეპორტაცია, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების, რომლებიც იძულებით დააშორეს თავიანთ ოჯახებს“, – აღნიშნა მილერმა, როდესაც სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა რუსეთის ხელისუფლების მიერ 700 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვის დეპორტაციის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე.

მისივე თქმით, ეს იყო მნიშვნელოვანი საკითხი მდივნის გადაწყვეტილებაში, რომ რუსეთის ძალებმა და ოფიციალურმა პირებმა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს.

„ისევე როგორც ადრე, ამჟამადაც მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ეს შეურაცხმყოფელი ქმედებები და დააბრუნოს უკრაინელი ბავშვები“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისარმა, მარია ლვოვა-ბელოვამ თავის მოხსენებაში აღიარა, რომ რუსეთმა თავის ტერიტორიაზე დაახლოებით 4,8 მილიონი უკრაინელის დეპორტაცია განახორციელა, რომელთაგან 700 000-ზე მეტი ბავშვია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა

13:29 09-25-2026
მაღალი წნევით რეცხვის კერხერი და ორთქლის აპარატი: რა განსხვავებაა და რომელი დაგჭირდებათ?
ახალი ამბები

მაღალი წნევით რეცხვის კერხერი და ორთქლის აპარატი: რა განსხვავებაა და რომელი დაგჭირდებათ?

09:00 09-25-2026
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრსა და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
ახალი ამბები

Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრსა და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო

08:00 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved