• რეკლამა
  • კონტაქტი
16:30, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს დაინტერესებული მხარეები ცესკოს დისკრედიტაციისთვის იყენებენ

ალია ავტორი - ალია
13:26 06-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
105

საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირების მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიმართგავრცელებულ არაზუსტ ინტერპრეტაციებთან დაკავშირებით, საჭიროდ მივიჩნევთ, დეტალურად განვმარტოთ ცესკოს მიერ 2023-2024 წლებში განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს მთავარი გარემოება – გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარი არ არის რაიმე არსებით კანონდარღვევაზე, ფინანსური სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე ან სხვა სახის გადაცდომაზე, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა ცესკოს საქმიანობის კანონიერებას და კეთილსინდისიერებას. ყველა საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ახსნა-განმარტება უწყებას წარდგენილი აქვს აუდიტის სამსახურში, ხოლო მიღებული 7 რეკომენდაციიდან 6 უკვე შესრულდა, 1 კი შესრულების პროცესშია და ატვირთულია აუდიტის სამსახურის შესაბამის ონლაინ პლატფორმაზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია პასუხისმგებლობით ეკიდება აუდიტის თითოეულ რეკომენდაციას და მუდმივად მუშაობს საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესებაზე.

ამის მიუხედავად დაინტერესებული მხარეები ცდილობენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა მანიპულაციური განცხადებებით ცესკოს დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ. ცდილობენ საკითხის იმგვარად წარმოჩენას, თითქოს გარკვეული პროცესები, მათ შორის შესყიდვების პროცესში ბაზრის კვლევა, თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, საწვავის ლიმიტების განსაზღვრა არ ხორციელდებოდა და დანამატები  უსაფუძვლოდ და გადაჭარბებულად იქნა გაცემული.

სიმართლე კი შემდეგია:

ანგარიშში საუბარია სამუშაო დროის აღრიცხვისა და ხელფასის გაანგარიშების საკითხებზე – თუმცა დასკვნაშივე მითითებულია, რომ ცესკოს შენობის შესასვლელში ფუნქციონირებს ტურნიკეტი და აღნიშნულ მონაცემებს ამუშავებს კომპეტენტური სტრუქტურული ერთეული, მაგრამ აუდიტი თვლის რომ აღნიშნული ბიზნესპროცესი უმჯობესია სხვა ფორმით განხორციელდეს.

რაც შეეხება ქვეყნის შიგნით მივლინებებთან დაკავშირებულ საკითხს, აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის შიგნით მივლინებებისას, სასტუმრო მომსახურების სფეროში არსებული ბაზრის კვლევის სათანადო და სრულყოფილი შესწავლით, შესაძლებელი იქნებოდა ცესკოს მიერ სამივლინებო თანხების ეკონომიური ხარჯვა. განვმარტავთ, რომ ეს შეეხება ქვეყნის შიგნით ისეთ მივლინებებს, სადაც მონაწილეთა  დიდი რაოდენობა იყო. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები შესაბამისი რაოდენობის ნომრებისა და საკონფერენციო სივრცის მქონე სასტუმროების გარდა, სხვაგან ვერ ჩატარდებოდა.

ზოგადად, შესყიდვების საკითხთან დაკავშირებით,  დასკვნაშივე მითითებულია, რომ ცესკოს მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით დადგინდა, რომ ცესკო ბაზრის კვლევას ახორციელებდა არანაკლებ 2 მომწოდებელთან კომუნიკაციით.

რაც შეეხება ე.წ. Design-build მეთოდით განხორციელებულ შესყიდვას, ამ მეთოდით გამოცხადებული ტენდერის შედეგად მოეწყო ცესკოს საოპერაციო/სასაწყობო ინფრასტრუქტურა, რომელიც თავისი ფუნქციური დანიშნულებით საკვანძო რგოლია ელექტრონული საშუალებების გამოყენებით არჩევნების ჩატარებისას. უდავოა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში 2022 წლის დეკემბრის თვეში შესული ცვლილებებისა და კონსოლიდირებული შესყიდვის საფუძველზე, საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობების მიწოდების თაობაზე 2023 წლის 3 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად, არსებობდა შესაბამისი საოპერაციო/სასაწყობო სივრცის უკიდურესად შემჭიდროებულ ვადაში მოწყობის დასაბუთება და აუცილებლობა, რაც წარმატებით და სამაგალითოდ განხორციელდა. თავის მხრივ, კონცეპტუალური პროექტის შემუშავების მიზნით, კონკურსისა თუ ტენდერის გამოცხადება პროექტის დროულად დასრულებას საფრთხეს შეუქმნიდა, რის გამოც, სამუშაოს მოცულობები განისაზღვრა ცესკოს მიერ დაქირავებული პირის მიერ. სწორედ ამ საჭიროებიდან გამომდინარე შეირჩა პროექტის განხორციელების შესაბამისი მოდელი, რომელმაც უზრუნველყო სამუშაოების დროული და წარმატებული დასრულება.

რაც შეეხება საწვავის ლიმიტების განსაზღვრის წესის შემუშავების შესახებ აუდიტის რეკომენდაციას, აღნიშნული რეკომენდაციის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ ყოველთვიური საწვავის ხარჯი მნიშვნელოვნად დაბალი იყო განსაზღვრულ ლიმიტებთან შედარებით და ადგილი არ ჰქონია ლიმიტის გადაჭარბებას ან არამიზნობრივ გამოყენებას, რის გამოც გაიცა რეკომენდაცია შესაბამისი წესის შემუშავება/დახვეწასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება თანამდებობრივი სარგოს საკითხს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2023 წელს ჯამურად გაცემული დანამატის ოდენობამ შეადგინა თანამდებობრივი სარგოს 12.5%, ხოლო 2024 წელს – 12.3%.

საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებულ ყველა პირთან მიმართებით (კომისიის წევრები, საჯარო მოხელეები, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები) თანხები გაიცემოდა ცესკოს – როგორც კოლეგიური ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილი წესების შესაბამისად. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ დანამატის გაცემის აღნიშნულ წესებს, სრულად ითვალისწინებს მოქმედი საარჩევნო კოდექსის შესაბამისი ნორმებიც.

გვსურს ხაზი გავუსვათ იმ გარემოებასაც, რომ 2023-2024 წლების განმავლობაში გაიმართა სამი არჩევნები (ორი შუალედური/რიგგარეშე, ერთი სრულმასშტაბიანი საპარლამენტო). შესაბამისად, აუდიტის ანგარიშში მოყვანილი ჯამური თანხა 80 მილიონი ლარი შეადგენს 2 წლის განმავლობაში გაცემული თანხების ჯამს. აღნიშნულ პერიოდში დანამატი გაცემულია საარჩევნო ადმინისტრაციის 1 716 თანამშრომელზე, ხოლო სარგო 59 309 თანამშრომელზე (მოიცავს საარჩევნო ადმინისტრაციის სამივე დონეს: ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ანგარიშში ასახული საკითხები სწორედ ბიზნესპროცესების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული და კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ადგილი არ ჰქონია არსებით გადაცდომას ანდარღვევას.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, როგორც დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანოსთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერჩატარებული სამუშაო და ის რეკომენდაციები, რომელიც გაიცა ცესკოს მიმართ. მოკლე დროში რეკომენდაციების თითქმის 100%-იანი შესრულებაც იმის დადასტურებაა, რომ უწყება პასუხისმგებლობით უდგება ამ საკითხს და მოტივირებულია არსებული ბიზნესპროცესი კიდევ უფრო გააუმჯობესოს, ეფექტური გახადოს და დაუახლოოს კარგ პრაქტიკას და სტანდარტებს. ცესკო ყოველთვის ღიაა საზოგადოებრივი კონტროლის, პროფესიული კრიტიკისა და ანგარიშვალდებულებისთვის, თუმცა არ დატოვებს უყურადღებოდ არც ერთ უსაფუძვლო ბრალდებას, ცილისწამებას და დეზინფორმაციას, მიზანმიმართულ მცდელობას, რომელიც უწყების დისკრედიტაციისკენ იქნება მიმართული.

დემოკრატიული პროცესებისადმი ნდობა ეფუძნება ფაქტებს, გამჭვირვალობასა და პასუხისმგებლობას. სწორედ ამ პრინციპებით აგრძელებს ცესკო საქმიანობას და მომავალშიც უზრუნველყოფს საკუთარი საქმიანობის მაქსიმალურ გამჭვირვალობასა და ეფექტიანობას.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved