• რეკლამა
  • კონტაქტი
22:12, კვირა, 11 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სახე გაასწორეთ და ხალხს ნუ ზაფრავთ, ყოველი თქვენი გამოსვლა მაგონებს მუტფილმ “მონსტრების კორპორაციას” – სოსო მანჯავიძე

ალია ავტორი - ალია
13:54 07-31-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
87

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე:

“ისევ ის ინდური ლეგენდა გამახსენდა დღევანდელი ვითარების მაყურებელს.

ერთხელ ერთ ქალაქს შავი ჭირის დემონი მოადგა.

ქალაქს მფარველი წმინდანი ჰყავდა და დემონს მოელაპარაკა, რომ ქალაქი მთლიანად არ გაენადგურებინა და მხოლოდ განსაზღვრული ხარკი აეღო.

შავმა ჭირმა ქალაქს მუსრი გაავლო, რის გამოც ქალაქის მფარველმა დემონი ფიცის გატეხვაში დაადანაშაულა და შეკვრას უპირებდა.

“მე ფიცი არ დამირღვევია”- თავი გაიმართლა დემონმა. მე იმდენი და ისინი წავიყვანე, რაზედაც შევთანხმდით, ხოლო დანარჩენები შიშმა მოკლა.”

“შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობაო”-გვეუბნება რუსთაველი.

” ჭირი გარბის მხიარულებისაგან და ეწებება ჭმუნვას და კაეშანს”-ამბობდა აბუ ალი იბნ-სინა.

ათასი ექსპერიმენტით არის დამტკიცებული, რომ სტრესი აქვეითებს იმუნიტეტს. ფსიქიკა უზარმაზარ ენერგიას ხარჯავს შიშზე და ამის გამო ორგანიზმს უბრალოდ ენერგია არ ყოფნის გამოჯანმრთელებისათვის.

ისიც ცნობილია, რომ იმედი და პოზიტიური განწყობილება მკვეთრად ზრდის ავადმყოფების, მათ შორის, ონკოლოგიურების, გამოჯანმრთელების შანსებს.

არის კიდევ ისეთი ფენომენი, როგორიცაა, კოგნიტიურ-საინფორმაციო გამრუდება, რომელსაც ასევე იწვევს შიში-ადამიანი ფიქსირდება შიშზე და ყველაფერში მისგან გამომდინარე მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ხედავს.

საოცარია ასეთი ადამიანების სამყარო-ის შედგება მტრული ვირუსებისგან, რომლებიც მას ყველგან დასდევენ-ტყეში, ზღვაზე, ჭამისას და ძილისას, ხოლო გარშემო ყველა მათი გავრცელების წყაროა.

შიშზე ფიქსაციის შედეგად ადამიანი კარგავს ლოგიკური აზროვნების უნარს და კონტროლს საკუთარ გამოვლინებებზე.

ახლა ჩვენს ეპიდემიოლოგებს მინდა მივმართო, განსაკუთრებით კი – ამირან გამყრელიძეს.

სახე გაასწორეთ და ხალხს ნუ ზაფრავთ. ნუ ხატავთ გამოუვალი ჩიხის სურათს. ყოველი თქვენი გამოსვლა ამძიმებს სიტუაციას, რომელიც ძალიან მაგონებს მუტფილმ ,, მონსტრების კორპორაციას”, სადაც მონსტრების შრომა მათ მიერ გამოწვეული ბავშვების შიშის რაოდენობით ფასდება.”

თეგები: ამირან გამყრელიძესოსო მანჯავიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved