სახდეპმა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტს სახელი შეუცვალა და “დონალდ ჯ. ტრამპის მშვიდობის ინსტიტუტი” უწოდა – ამის შესახებ სახდეპი სოციალურ ქსელში წერს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ “ტრამპი მშვიდობის პრეზიდენტია” და მოვიდა დრო, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს ეს ეჩვენებინა
ბოლო პერიოდის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტი ხშირად საუბრობს, რომ ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას იმსახურებს.
“მე უნდა მივიღო ნობელის პრემია ყველა იმ ომისთვის, რაც დავასრულე, მაგრამ არ მსურს, არ მინდა, ხარბი ვიყო” – თქვა ტრამპმა 2 დეკემბერს.














კომენტარები