• რეკლამა
  • კონტაქტი
03:11, კვირა, 11 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სახალხო დამცველმა პარლამენტში ანგარიში წარადგინა

ალია ავტორი - ალია
18:01 06-23-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
145

2026 წლის 23 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიში წარადგინა.

სახალხო დამცველმა თავისი გამოსვლა 2025 წელს კონფლიქტით დაზარალებული, (როგორც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე) მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის მიმოხილვით დაიწყო. ისაუბრა საკუთრების უფლების დარღვევებზე, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე და აღნიშნა, რომ საანგარიშო წელს ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 60 კილომეტრზე მეტი სიგრძის მავთულხლართები გაავლეს, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ხელოვნური ბარიერების საერთო სიგრძე 50 კილომეტრს აღემატება.

ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს, საოკუპაციო რეჟიმებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საოკუპაციო ხაზზე, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით – 32 პირი, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 40 პირი დააკავეს. გახშირდა გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევებიც.

უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა. გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში დაწყებით კლასებში სრულად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება და მშობლიური ენა, უცხო ენისა და ლიტერატურის საგნად გადაკეთდა, რის გამოც წლიდან წლამდე იკლებს მოსწავლეების რაოდენობა.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუმართავი სამედიცინო სერვისებისა და ინფრასტრუქტურის, მედპერსონალის არასაკმარისი კვალიფიკაციის, ასევე პაციენტთა გადაადგილების სირთულის გათვალისწინებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედი „რეფერალური მომსახურების“ პროგრამა.

2025 წელს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედი „რეფერალური მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან 1406 პაციენტი დაფინანსდა. აქედან, 1131 პირი აფხაზეთიდან და 260 – ცხინვალის რეგიონიდან.

თეგები: ლევან იოსელიანისახალხო დამცველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved