• რეკლამა
  • კონტაქტი
19:23, პარასკევი, 5 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სახალხო დამცველი ამტკიცებს, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა 27 იანვარს ნორმალური იყო

ალია ავტორი - ალია
15:10 01-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,827

სახალხო დამცველის ოფისში ჟურნალისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან იოსელიანი “პირველებთან” კომენტარს აკეთებს – ომბუდსმენი აცხადებს, რომ დახურულ კარს მიღმა გამართული აუდიენციის ფარგლებში, მზია ამაღლობელის კოლეგებს პენიტენციური დაწესებულებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია დეტალურად გაუზიარა.

ლევან იოსელიანის ცნობითვე, გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დირექტორი სახალხო დამცველის რწმუნებულმა ბოლოს 27 იანვარს მოინახულა და შეაფასა, რომ ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უკვე 19 დღეა შიმშილობს, სტაბილურია.

ყველა ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს გამოთხოვილი და რა პასუხიც მივიღეთ პენიტენციური დაწესებულებიდან გავუზიარეთ სტუმრებს. ზოგადად, მათ იციან, რომ ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ, დავეხმაროთ მზიას წარმომადგენლებს და ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გაგვაჩნია.

ჩვენი ინტერესი არის, რა თქმა უნდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია დროულად მივიღოთ პენიტენციური დაწესებულებიდან. ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული იქნება ქალბატონი მზიას ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ასეთი კონსილიუმის შექმნა იქნება აუცილებელი, მე წინააღმდეგი არ ვარ, ოღონდ ამ კონსილიუმმა უნდა შეძლოს ეფექტურად კითხვებზე პასუხის გაცემა.

27 იანვარს შევიდა ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც პროფესიით ექიმია. მან ნახა როგორც მისი ვიზუალური მდგომარეობა, ასევე ნახა სამედიცინო ჩანაწერები. ჩვენ ვთქვით, რომ მისი მდგომარეობა ამ მომენტისთვის იყო ნორმალური”, – ამბობს ლევან იოსელიანი. 

ცნობისთვის, 30 იანვარს კრიტიკული მედიის წარმომადგენლებმა ლევან იოსელიანთან შეხვედრა გამართეს. დახურულ კარს მიღმა აუდიენცია 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ჟურნალისტებმა ლევან იოსელიანს მზია ამაღლობელის საკითხთან დაკავშირებით დახმარება სთხოვეს. ჟურნალისტებმა ომბუდსმენს პენიტენციურ დაწესებულებაში შუამავლობა მოსთხოვეს, რადგან მოშიმშილე მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილი რეალური ინფორმაცია გახდეს.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ხელისუფლება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved