მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, “ამერიკის ხმასთან” წერილობითი კომენტარი გააკეთა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა.
აშშ-ის საგარეო უწყების თქმით, დეპარტამენტი “ძალიან ახლოდან აკვირდება [საქართველოს] ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობას”.
“ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა და ადამიანური უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა. სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ჩვენ განვაგრძობთ შესაბამის პირებთან სააკაშვილის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის ადვოკატირებას,” – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ჩვენთვის მოწოდებულ წერილობით განცხადებაში.
კომენტარები