• რეკლამა
  • კონტაქტი
07:02, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საჯარო მოხელეებს ნუ ამუნათებ და აშინებ!” – ოზურგეთის მერიის თანამშრომელი

ალია ავტორი - ალია
00:19 12-13-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,616

ოზურგეთის მერიის თანამშრომელი, ნინო ვარშალომიძე:

ვერ გავატარე…

ისედაც დიდი ხანი ვიყავი ჩუმად…

თავი ვალდებულად ჩავთვალე მეპასუხა ყველა საჯარო მოხელის , სსიპ – ისა თუ ა( ა) იპ – ის თანამშრომლის სახელით და გამომეხატა ჩემი მოკრძალებული აზრი და შეხედულება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე…
,, ვისაც არ მოგწონთ ჩვენთან მუშაობა” – ასე იწყება თამარ ვანიძის , ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლის პოსტი … პირველივე წინადადება ვფიქრობ, კანონდარღვევაა… თქვენ არა თამარ! ეს ხალხი, მათ შორის მეც ჩემს ქვეყანას, ოზურგეთს , ხალხს ვემსახურები ( თ)
ხელფასს რომელიმე ხელისუფალი , ამ შემთხვევაში ,, ქართული ოცნება” კი არ იხდის, არამედ, ხალხი, გადასახადის გადამხდელი მოქალაქეები იხდიან! სწორედ ხალხთანაა საჯარო მოხელე ანგარიშვალდებული და არავისთან სხვასთან!
რაც შეეხება მოწონება – არმოწონებას ეს გემოვნების ამბავია… საჯარო მოხელის ვალდებულება არაა მმართველი პარტიების სიყვარული ან მოწონება, მას ქვეყნის სიყვარული , ერთგულება და კეთილსინდისიერი სამსახური ევალება!

საჯარო მოხელე ჩვეულებრივი ადამიანია და ისიც ბრაზდება მის მიერ არჩეულ თუ არარჩეულ ხელისუფალზე. მასაც აქვს უფლება ამ ბრაზს პროტესტის სახე მისცეს ქუჩაში გამოვიდეს და გააპროტესტოს!

ამიტომ, საჯარო მოხელეებს ნუ ამუნათებ და აშინებ!

რაც შეეხება აქციებს… მშვიდობიანი პროტესტი ჭკვიანი ხელისუფლებისთვის გამოსაფხიზლებელი ქმედება უნდა იყოს, ხალს ყური დაუგდოს, რადგან ხელისუფლების წყარო ხალხია და არავინ სხვა!

დღეს საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება არ ჰყავს, ამას არ მარტო მე, არამედ საქართველოს მოქალაქეები, ( უმრავლესობა) , საერთაშორისო პარტნიორები, სტრატეგიული მეგობრები – ევროკავშირის ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს!

26 ოქტომბრის შემდეგ ,,ქართულმა ოცნებამ ” იფიქრა, რომ გაყალბებული არჩევნები ,,შერჩა” , ამომრჩეველმა ,,გაუტარა” … ერთი შეხედვით ასე ჩანდა , დაღლილმა და გაბრაზებულმა ( ხელისუფლებაზე, ოპოზიციაზე ) იმედგაცრუებულმა მოქალაქეებმა პროტესტი , თავად პროტესტს გამოუცხადეს ! სანამ ,, ქართული ოცნება” ხალხისთვის ფუნდამენტურს, ღირებულს, ყველაზე მნიშვნელოვანს – ევროპულ არჩევანს არ შეეხო, რომელიც უზენაესი კანონით, კონსტიტუციით გვაქვს გამყარებული!

იხუვლა ხალხმა!!! იმ 83 თუ 86 % , რომელმაც ევროკავშირში ინტეგრაცია ყველა კვლევითი თუ რეფერენდუმით დაადასტურა!

… და მას აქეთ 15 დღეა დგას ქუჩაში : დღისით თუ ღამით, დარსა თუ ავდარში, ქარსა და წვიმაში და ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 78 – ე მუხლის აღსრულებას, ლეგიტიმურ ხელისუფლებას , რომელიც ჩადგება ხალხის სამსახურში, აღასრულებს ხალხის ნებას!

საქართველო ავტოკრატიული, ქვეყნის სტატუსს ვერ და არ შეეგუება! აქ რუსეთი არ იქნება!

საქართველოს მოქალაქეებს ვერ შეაშინებთ დაჭერებით, ცემით, დასახიჩრებით, დარბევით…
ვერ წაართმევთ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, ქართველი არ დადუმდება არ შეეგუება, არ შეშინდება!!!

ვიყო პათეტიკური! აღმაშენებლის, თამარის სულხან – საბას, ძმები ხერხეულიძეების, სამასი არაგველის, ილიას, ვაჟას, ანწუხელიძის ქვეყანას ასე მარტივად ვერ ათქმევინებთ უარს თავისუფლებაზე, ევროპულ მომავალზე!!!!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved