საბურთალოს ყოფილი გამგებელი, აშშ-ში მცხოვრები გია ხუროშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„2012 წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოში არავითარი იდეოლოგია არ იგებს არჩევნებს!
არჩევნებს იგებს პიროვნება, რომლის გარშემოც იხუვლება “არქიპოს მრევლი” და ეგაა- ხმების უმრევლესობით “გამარჯვებული” ხარ!
იგივე “მრევლია”, ძველი არქიპოს ჩაქოლვას რომ ითხოვს, მას შემდეგ ახალი რომ გამოჩნდება!
ვინაა ეს ახალი არქიპო- გაბუნიას არ უთქვამს, თუმცა მაინც საინტერესოა რა ხდება ფარდის მიღმა- “ვაისა და ვუის” მერე რას უნდა ველოდოთ უბრალო მოკვდავნი?!…“
კომენტარები