საქათველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, მოქალაქეებს ირანში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.
„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!
კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, გთხოვთ თავი შეიკავოთ ირანში მოგზაურობისაგან. ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ თეირანში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე:
+989352110274;
+989122997726;
+989108201041“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები