ფოტო – მთავარი არხი
“მთავარი არხის” ინფორმაციით, საგარეჯოში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი დაარბიეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
ამ წუთებში ადგილზე პარტიის წევრები იმყოფებიან. მათი ინფორმაციით, ჩამტვრეულია შენობის შიდა მინები, სრულად არის დალეწილი და განადგურებული ტექნიკა და ავეჯი.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ შემთხვევა “ალტ-ინფოს” წარმომადგენლების მიერ, ხელისუფლების ხელშეწყობით განხორციელებულ შურისძიებას უკავშირდება. მათი თქმით, გუშინ, “კონსერვატიული ორგანიზაციის” საგარეჯოს ოფისის გაუქმებას საპროტესტო აქციაზე, სხვებთან ერთად, ენმ-ც ითხოვდა.
ფრაქციის თავმჯდომარის, გარი ბუხნიკაშვილის ინფორმაციით, თავდამსხმელი პირები ოფისის მეზობლად არსებული საცხოვრებელი სახლების ეზოებშიც ცდილობდნენ შეღწევას. ფაქტზე გამოძახებულია პოლიცია. სამართალდამცავები შემთხვევის ადგილს სწავლობენ.
კომენტარები