ქალაქ საგარეჯოს ცენტრში, ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეხი ჩამოვარდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მეხი ხის ელექტროგადამცემს დაეცა და იქვე მდებარე ნაძვებზე გადააგდო.
საგარეჯოს ერთ- ერთი მკვიდრი, სოციალურ ქსელში წერს:
„მცირე წვიმა წამოვიდა, უცბად განათდა და ჩვენს ეზოსთან მეხი ჩამოვარდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, საშინელი ხმა იყო, ყველაფერი შეზანზარდა“
კომენტარები