აზერბაიჯანში დაკავებულ აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ცოლი, სევინჩ სადიგოვა ავრცელებს.
“ჩემთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, დაკავებულია კურდახანის წინასწარი დაკავების იზოლატორში. ასევე მას აეკრძალა ოჯახთან დაკავშირება და ოჯახისთვის დარეკვა”, – წერს სევინჩ სადიგოვა.
საქართველოდან დეპორტირებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანში, უკვე შეწყვეტილ საქმეზე კვლავ დააპატიმრეს.
შეგახსენებთმ რმ 2026 წლის 4 აპრილს, ღამით აფგან სადიგოვი თბილისში მდებარე სახლიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს და აზერბაიჯანში გააძევეს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მხარის მიერ კანონის უხეში დარღვევის შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
















კომენტარები