• რეკლამა
  • კონტაქტი
17:12, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სადეპუტატო იმუნიტეტს ნიკა მელიას კი არ უნდა ვუხსნიდეთ, არამედ პასუხისგებაში უნდა ვაძლევდეთ ამ მოვლენების ავტორებს – კახა ოქრიაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:50 02-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებს საგანგებო განცხადებით მიმართავს

 მსურს, გამოვეხმაურო ე.წ. გავრილოვის დღეებთან დაკავშირებით როგორც ორი წლის წინ განვითარებულ, ისე დღეს მიმდინარე მოვლენებს და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართული ოცნების“ ლიდერებს და არა ნიკა მელიას.

 დღეს სადეპუტატო იმუნიტეტს ნიკა მელიას კი არ უნდა ვუხსნიდეთ, არამედ პასუხისგებაში უნდა ვაძლევდეთ ამ მოვლენების  ავტორებს. დარწმუნებული ვარ, ე.წ. გავრილოვის დღეების პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება უახლოეს მომავალში, ხელისუფლების ცვლილებისთანავე მოხდება. მათ შორის, შეიქმნება საპარლამენტო კომისია, რომელიც გამოიძიებს, ვინ მიიღო მართლმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის პარლამენტის შენობაში ამ ფორმით ჩატარებისა და ბატონი გავრილოვის საქართველოში მოწვევის გადაწყვეტილება და რაც მთავარია – რა მიზნით. პირადად მე არ მაქვს კითხვები ბატონ გავრილოვთან, მაგრამ მაქვს მისი მოწვევის ორგანიზატორებთან. 

საზოგადოებას შევახსენებ, რომ 2 წლის წინ, „ქართულმა ოცნებამ“ ნიკა მელიას უკვე მოუხსნა იმუნიტეტი, რასაც მე, როგორც იმ მომენტისთვის საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფმა დეპუტატმა, მხარი არ დავუჭირე!  მეტიც, 2019 წლის 20 ივნისის დილას გავავრცელე საგანგებო განცხადება, სადაც ვითხოვდი პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომასა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ამ მოთხოვნების გათვალისწინების შემთხვევაში, ჩვენ შევძლებდით თავიდან აგვერიდებინა 21 ივნისის ღამით და შემდგომ განვითარებული მოვლენები. მე მაშინაც მოვუწოდებდი და დღესაც მოვუწოდებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ დეპუტატებს, მხარი არ დაუჭირონ ნიკა მელიასათვის იმუნიტეტის ვითომდა კანონიერ მოხსნას!  

მინდა შევახსენო ყველას, პოლიტიკოსებსა და მოსახლეობას – დიახ, ფაშისტურ გერმანიაში, მაშინდელი გერმანული კანონმდებლობის შესაბამისად, რამდენიმე მილიონი ებრაელი გაანადგურეს.

უკანონო კანონებს ჩვენ არ უნდა დავემორჩილოთ!”       

თეგები: კახა ოქრიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ

13:10 09-21-2026
ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!

12:54 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved