• რეკლამა
  • კონტაქტი
10:28, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სადამსჯელო შეზღუდვა – რექტორის გადაწყვეტილება და სტუდენტების პასუხი – რა ხდება თეატრალურში

ალია ავტორი - ალია
16:10 01-08-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,516

პროტესტი თეატრალურ უნივერსიტეტში – გიორგი შალუტაშვილმა ახალი გადაწყვეტილება მიიღო. თუ რომელიმე გაფიცული სტუდენტი შენობას დროებით დატოვებს, უკან ვეღარ დაბრუნდება. ანუ ადამიანებს, რომლებიც 23 დღეა ახალ არჩევნებს და პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ, თეატრალურ უნივერსიტეტში პროტესტი აეკრძალათ.

რექტორის გადაწყვეტილების ფონზე სტუდენტები გაჩერებას არ აპირებენ. ისინი აცხადებენ, რომ რაც მეტ წინააღმდეგობას მიიღებენ, პროტესტს უფრო გააძლიერებენ. მათი თქმით, ეს რექტორის მხრიდან სადამსჯელო ღონისძიებაა, თუმცა ამის არ ეშინიათ.

დღეს დილით გამოქვეყნდა ვიდეო ფაქტების სახით, სადაც ბატონი გიორგის თითოეული გადაწყვეტილება ჩანს მკაფიოდ და ისიც ჩანს, რატომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოვითხოვოთ რექტორის გადადგომა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ რეაქცია ამ ყველაფერზე, როგორც წინაზე, სადამსჯელო. დღესაც იგივეა, რომ თუ ვინმე უნივერსიტეტიდან გავა, უკან ვეღარ დაბრუნდება ანუ ჩანაცვლების უფლებას არ გვაძლევენ  და  გვეუბნებიან, რომ თუ გასვლა გვინდა, უნდა გავიდეთ და უკან აღარ დავბრუნდეთ. ეს ყველაფერი არის ჩვენი დასჯა და ამ ყველაფერზე ერთი და იგივე  პასუხს მიიღებენ: რაც უფრო შეეცდებიან, რომ გაგვაჩუმონ, უფრო ხმამაღალ პროტესტს მიიღებენ. მხოლოდ რექტორია პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე, – ამბობს თეატრალურის სტუდენტი ნინი გოგია.

თეატრალურის გაფიცულ სტუდენტებს წინააღმდეგობა რამდენიმეჯერ შეუქმნეს. იყო შემთხვევა, როდესაც გაფიცულ სტუდენტებთან საკვების შეტანა აიკრძალა. წინაღობების მიუხედავად, სტუდენტები პროტესტს სამი მოთხოვნით აგრძელებენ: ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და უნივერსიტეტის რექტორის გადადგომა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved