• რეკლამა
  • კონტაქტი
09:54, პარასკევი, 1 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სად გაქრა 5 მილიარდი დოლარი?” – პუტინი დივერსიული საქმიანობისთვის გამოყოფილი თანხების აუდიტს ითხოვს

ალია ავტორი - ალია
18:07 03-09-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
483

უკრაინულ მიმართულებაზე პასუხისმგებელი პირები ეჭვმიტანილები არიან ფულის გაფლანგვაში – უკრაინული მედიის ინფორმაციით, გაფლანგულია 5 მილიარდი ამერიკული დოლარი, რომელიც დივერსანტებისთვის იყო გამოყოფილი და პუტინი ახლა შესაბამის უწყებებს ავალებს, საფუძვლიანად შეისწავლონ, სად წავიდა ეს თანხები და რატომ ჩავარდა უკრაინაში დივერსანტების “საქმიანობა”.

UNIAN უკრაინულ დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა აუდიტის დეპარტამენტის უფროსს, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს, გენერალურ პროკურორსა და FSB-ის დირექტორის პირველ მოადგილეს მითითება მისცა გაარკვიოს რაზე დაიხარჯა ის მილიარდები, რომლებიც 2014 წლიდან 2022 წლამდე უკრაინაში, დივერსიული და პროპაგანდისტული საქმიანობისთვის გამოყვეს.

არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები არიან ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები. მაგალითად: პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი, ახლო საზღვარგარეთთან კულტურული და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გენერალი ვლადიმერ ჩერნოვი, მისი მემკვიდრე იგორ მასლოვი, FSB სამსახურის უფროსი, გენერალი სერგეი ბესედა, ასევე მიხაილ ბაბიჩი და იანა ლანტრატოვა, ეკონომიკური განვითარების მოქმედი მინისტრი, ინალ არძინბა, აფხაზეთის მოქმედი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვები.

უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, დასახელებულმა პირებმა დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი მოიპარეს.

“მაშინ, როდესაც პუტინი თვლიდა, რომ ფული ხმარდებოდა პროპაგანდასა და დეზინფორმაციას, სინამდვილეში ის მოპარულია, ის იმედოვნებდა, რომ რუსული არმია უკრაინაში ძლიერ მხარდაჭერას მიიღებდა, მაგრამ რეალურად სიტუაცია საპირისპირო აღმოჩნდა”- წერს უკრაინული მედია.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა

12:09 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved