• რეკლამა
  • კონტაქტი
21:44, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სად არის ჩვენი ფული პენსიიდან?” – რას ასაიდუმლოებს საპენსიო სააგენტო, რომლის შენახვაც ხალხს 17 მილიონი უჯდება?

ალია ავტორი - ალია
20:31 07-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,876
ყოფილი პარლამენტარი, კახა კახიშვილი, სოციალურ ქსელში, წერილს აქვეყნებს, ჯონდი ბაღათურიასთან თანაავტორობით:
საპენსიო ფონდის აქტივები უკვე დაახლოებით 9.4 მილიარდ ლარს აჭარბებს.
ეს თანხა არც სახელმწიფოს ეკუთვნის, არც საპენსიო ფონდის ხელმძღვანელობას, არც რომელიმე ბანკს და არც რომელიმე კომპანიას.
ეს არის მილიონობით მოქალაქის ფული, რომელიც ფონდს მხოლოდ სამართავად აქვს მინდობილი.
2025 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, საპენსიო აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი სხვადასხვა ფინანსურ ინსტრუმენტშია განთავსებული, მათ შორის:
• 57.1% — ქართულ კომერციულ ბანკებში, სადეპოზიტო სერტიფიკატების სახით;
• 19.2% — უცხოურ აქციებში;
• 16.3% — საქართველოს სახაზინო ფასიან ქაღალდებში;
• 2.8% — საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ობლიგაციებში;
• 2.0% — ადგილობრივი კომპანიების კორპორაციულ ობლიგაციებში;
• 0.5% — ევროობლიგაციებში.
2025 წლის წლიური ანგარიშგების მიხედვით, საპენსიო ფონდის აქტივების ნაწილი ინვესტირებულია, მათ შორის:
🔹 Georgia Healthcare Group — დაახლოებით 69.5 მილიონი ლარი
🔹 Nikora ჯგუფის კომპანიები — დაახლოებით 35.5 მილიონი ლარი
🔹 TBC Leasing — დაახლოებით 21.7 მილიონი ლარი
🔹 Cellfie Mobile — დაახლოებით 13 მილიონი ლარი
🔹 Tegeta Motors — დაახლოებით 4.9 მილიონი ლარი
🔹 საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ობლიგაციები — ასეულობით მილიონი ლარი
ფონდის მონაცემებით, 2019 წლიდან 2025 წლის ბოლომდე რეალურმა საშუალო წლიურმა ამონაგებმა 4.4% შეადგინა.
თუმცა საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია, რამდენად წარმატებული იყო ეს შედეგი იმავე პერიოდში არსებული სხვა შესაძლო ალტერნატივების ფონზე — საბანკო დეპოზიტებთან, სახელმწიფო ფასიან ქაღალდებთან ან სხვა კონსერვატიულ საინვესტიციო ინსტრუმენტებთან შედარებით.
საზოგადოებას მხოლოდ საბოლოო შედეგი ეცნობება, თუმცა არ აქვს საკმარისი ინფორმაცია იმის შესაფასებლად, იყო თუ არა მიღებული შედეგი საუკეთესო, საშუალო თუ შედარებით დაბალი იმ შესაძლებლობებთან შედარებით, რაც იმავე პერიოდში არსებობდა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ფონდის ადმინისტრაციული ხარჯებიც.

2025 წელს ფონდის საქმიანობის დაფინანსებისთვის დამტკიცებული ბიუჯეტი 17 მილიონი ლარი იყო.
ამ ბიუჯეტის წყაროც მოქალაქეების საპენსიო აქტივებია.
ამავე ანგარიშის მიხედვით, ფონდის 108 თანამშრომელზე გაცემულმა ფიქსირებულმა და ცვლადმა ანაზღაურებამ ჯამში 9 028 994 ლარი შეადგინა.
წინა სტატუსებში არაერთხელ შევეხეთ საპენსიო სისტემაში ჯარიმებისა და სანქციების პოლიტიკას. ამ თემასთან დაკავშირებით დღემდე არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება.
ბევრი მცირე მეწარმე და დამსაქმებელი საუბრობს სანქციების პროპორციულობის პრობლემაზე, ტექნიკური შეცდომისა და განზრახ დარღვევის ერთმანეთისგან არასაკმარის გამიჯვნაზე, გასაჩივრების სირთულეებსა და იმაზე, რამდენად ითვალისწინებს მოქმედი სისტემა მცირე ბიზნესის რეალურ შესაძლებლობებს.

ამ ყველაფრის ფონზე სრულიად ბუნებრივად ჩნდება კითხვები:

• რა ანაზღაურებას იღებენ ფონდის ხელმძღვანელი პირები?
• კონკრეტულად რომელ ბანკში რამდენი თანხაა განთავსებული?
• რა საპროცენტო განაკვეთით?
• რატომ შეირჩა სწორედ ეს ბანკები?
• რატომ შეირჩა კონკრეტული კომპანიების ობლიგაციები?
• ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილებები?
• რა ალტერნატივები განიხილებოდა?
• რა კრიტერიუმებით შეფასდა რისკები?
ფონდი ასახელებს იმ ბანკებს, სადაც თანხებია განთავსებული, თუმცა არ ასაჯაროებს, კონკრეტულად რომელ ბანკში რა მოცულობის თანხაა განთავსებული და რა პირობებით. ამის მიზეზად კომერციულ საიდუმლოს ასახელებს.

აქ კი ჩნდება მთავარი კითხვა:

როგორ შეიძლება იყოს კომერციული საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც მილიონობით მოქალაქის საპენსიო დანაზოგს ეხება?
ეს ხომ არც ფონდის ხელმძღვანელობის ფულია, არც რომელიმე ბანკის და არც რომელიმე კომპანიის.
ეს არის მოქალაქეების ფული.
წარმოიდგინეთ, საკუთარ დანაზოგს სამართავად ანდობთ ადამიანს.
რამდენიმე წლის შემდეგ კი ეკითხებით:
სად არის ჩემი ფული?
რამდენი თანხაა განთავსებული თითოეულ ბანკში?
რა საპროცენტო განაკვეთით?
რატომ შეირჩა სწორედ ეს ბანკები?
რატომ შეირჩა სწორედ ეს კომპანიები?
და პასუხად გეუბნებიან:
„ფული თქვენი არის, მაგრამ ამ ინფორმაციას ვერ გაგიზიარებთ, რადგან კომერციული საიდუმლოა.“

დააკმაყოფილებდა ასეთი პასუხი რომელიმე ჩვენგანს?

ვფიქრობ, არა.

სწორედ ამიტომ, რაც უფრო იზრდება საპენსიო ფონდის აქტივები და უკვე მილიარდებს აღწევს, მით უფრო მაღალი უნდა იყოს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტი.
როდესაც საქმე მილიონობით მოქალაქის საპენსიო დანაზოგს ეხება, ნდობა მხოლოდ შედეგით არ იქმნება.
ნდობა იქმნება მაშინ, როდესაც მოქალაქემ იცის, სად არის მისი ფული, რა პირობებით იმართება და რა პრინციპებით მიიღება გადაწყვეტილებები მისი დანაზოგის შესახებ.
რადგან ეს ფული სახელმწიფოს კი არა, მოქალაქეებს ეკუთვნით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved