• რეკლამა
  • კონტაქტი
18:10, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

ალია ავტორი - ალია
17:19 08-26-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

“სელფის” აპლიკაცია, MyCellfie, 2026 წლის Global Recognition Award-ის გამარჯვებულია. Აპლიკაციამ საერთაშორისო აღიარება მომხმარებლის საუკეთესო ციფრული გამოცდილების მიმართულებით მიიღო. ჯილდოს მინიჭების გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ “სელფის” ციფრული ეკოსისტემა, ტელეკომ მომსახურებების მარტივად მართვასთან ერთად, მომხმარებელს სათავაზობს: პერსონალიზებულ შეთავაზებებს, ლოიალობის პროგრამას და მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებზე მორგებულ ფუნქციებს.

MyCellfie დღეს მართლაც ბევრად მეტია, ვიდრე ტელეკომ სერვისების სამართავი აპლიკაცია და მის პოპულარობას ცხადყოფს აქტიური მომხმარებლის რიცხვის ზრდა. აპლიკაცია მუდმივად ვითარდება და  სწორედ მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას ეფუძნება. MyCellfie-ს ემატება როგორც ახალი ფუნქციები, ისე ხდება არსებულების გამარტივება.

ბოლო განახლებებიდან აღსანიშნავია:

  • გამარტივებული ავტორიზაცია – რეგისტრაციისა და შესვლის პროცესი გაერთიანდა, პაროლის შექმნის აუცილებლობა გაუქმდა და მომხმარებელს აპში შესასვლელად მხოლოდ ნომრისა და ერთჯერადი კოდის მითითება სჭირდება;
  • განახლდა მთავარი გვერდი და ნავიგაცია, რათა ბალანსის შევსება, პაკეტის გააქტიურება და დარჩენილი ინტერნეტის, წუთებისა თუ სხვა რესურსების ნახვა კიდევ უფრო სწრაფად და მარტივად იყოს შესაძლებელი;
  • გამარტივდა პაკეტების შეძენა. მაგალითად, თუ მომხმარებელს კრედიტის ან 112-ის გადასახადის გადახდა უწევს, აპი საბანკო ბარათით გადახდისას ავტომატურად ითვლის როგორც გადასახადს, ისე პაკეტის ღირებულებას და ერთი გადახდით ფარავს. Ასევე, ბალანსის შევსებისას, მომხმარებელი წინასწარ ხედავს, რა თანხა მოხმარდება გადასახადის დაფარვას და რამდენი რჩება ანგარიშზე;
  • გაუმჯობესდა როუმინგის გამოცდილებაც. პაკეტების არჩევა და შეძენა უფრო მარტივი გახდა, ხოლო განმეორებითი შეძენისას აპი მომხმარებელს წინასწარ აფრთხილებს, იმ შემთხვევაში თუ ახალი პაკეტის გააქტიურებით დარჩენილი ინტერნეტი ჩანაცვლდება.

Პრაქტიკულთან ერთად, MyCellfie მომხმარებელს სთავაზობს სერვისებს, რომლებიც აპლიკაციას ყოველდღიური ჩართულობის სივრცედ აქცევს. Bonus Steps ფიზიკურ აქტივობას ციფრულ სარგებელთან აკავშირებს – დღეში 5,000 ნაბიჯის გავლის შემთხვევაში მომხმარებელი საჩუქრად მობილურ ინტერნეტს იღებს. MyCellfie-ში ინტეგრირებული ლოიალობის პლატფორმა კი მომხმარებლებს სხვადასხვა ბრენდის სპეციალურ შეთავაზებებსა და ფასდაკლებებზე აძლევს წვდომას. Მომხმარებელს აპლიკაციაში ასევე ხვდება პერსონალიზებული შეთავაზებები და მომგებიანი თამაშები.

„MyCellfie-ს განვითარებისას ჩვენთვის მთავარი კითხვაა – როგორ გავუმარტივოთ მომხმარებელს ურთიერთობა “სელფისთან”. ზოგჯერ პასუხი სრულიად ახალი ფუნქციაა, ზოგჯერ კი ერთი ზედმეტი ნაბიჯის ან პროცესის მოხსნაა. ამასთან, ჩვენი გუნდი ზრუნავს იმაზე, რომ MyCellfie მხოლოდ ტელეკომ სერვისების მართვის ადგილი არ იყოს და მომხმარებელს აქ ყოველდღიური სარგებელიც ხვდებოდეს. Სასიხარულოა, რომ ეს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება სწორედ იმ გამოცდილებას აფასებს, რომელსაც ყოველდღიურად ვქმნით ჩვენი მომხმარებლებისთვის,“ ამბობს ციფრული მიმართულებებისა და ინოვაციების ხელმძღვანელი, ია კუპატაძე.

(R)

 

თეგები: სელფისელფი მობაილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved