,,კავკასიური სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე:
,,ცოტა ხნის წინ მელია-ხოშტარია-ჯაფარიძის ოპოზიციური ფრონტის წარდგენისას ასეთი ფრაზა მოვისმინე:
“ოპოზიციამ გამოვიტანეთ გაკვეთილი, რომ რაც არ უნდა დიდი იყო, ყველაფერი არ შეიძლება ერთ ძალას ეკუთვნოდეს, ჩვენ გამოვიტანეთ გაკვეთილი, რომ მრავალფეროვნებაშია ძალა, ასევე გამოვიტანეთ გაკვეთილი, რომ ვიწროპარტიული ინტერესები უნდა გადაიდოს და უნდა შევძლოთ ერთიანად ბრძოლა”
სულ რამდენიმე წლის წინ ნიკა მელიაც, ელენე ხოშტარიაც, ზურაბ ჯაფარიძეს ერთი პოლიტიკური ძალის წევრები, ენმ-ს ლიდერები იყვნენ.
2012 წელს სამივე ლიდერი აქტიურად უჭერდა მხარს ენმ-ის ავტორიტარული რეჟიმის შენარჩუნებას, ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად არჩევას, სააკაშვილის ხელისუფლების გახანგრძლივებას.
სამივე გამორჩეულია თავისი ვულგარულ-ხულიგნური და პროვოკაციული ქცევით, უკულტურობით. ჩახდა, პოლიციელისთვის თავის გახეთქვით დამუქრება, ბრბოსა და სპეცრაზმელების შეტაკების პროვოცირება მათი ხელწერის ნაწილია.
სამივეს დაახლოებით ერთნაირი ხედვები აქვთ პროგრესული გადასახადების, ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და განათლების განვითარების, ნარკოპოლიტიკისა და სხვა უმნიშვნელოვანესი თემების შესახებ.
სამივე იტყვის, რომ კახა ბენდუქიძე ახალი საქართველოს ყველაზე დიდი და გენიალური მოაზროვნე იყო.
სამივე თავს აცხადებს პროდასავლელად, მაგრამ ევროპული კეთილდღეობის ინსტიტუტების შესახებ მსჯელობისას შეიძლება გული აერიოთ.
შესაბამისად, ჩნდება კითხვა – სად არის აქ მრავალფეროვნება? რაში გამოიხატება მრავალფეროვნება?
ისინი სხვადასხვა პარტიებს იმიტომ წარმოადგენენ, რომ თავის დროზე ადგილები ვერ გაინაწილეს საერთო სტრუქტურებში, განსხვავებული დისტანციით განლაგდნენ სააკაშვილთან მიმართებით და რეესტრში ცალ-ცალკე ორგანიზაციები დაირეგისტრირეს. კოკა-კოლა პლასტმასას ბოთლში ესხმება, ქაღალდის ჭიქაში თუ ალუმინის ქილაში შემადგენლობა მაინც ერთი და იგივე ექნება.
არც მრავლფეროვნებასთან გვაქვს საქმე, არც გაერთიანებასთან. უძღები შვილები უბრუნდებიან თავიანთ ოჯახს.”
კომენტარები