• რეკლამა
  • კონტაქტი
13:50, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საბურთალოს რაიონის გარკვეულ ქუჩებზე დღეს მოძრაობა შეიზღუდება – ნახეთ დროებითი მარშრუტები

ალია ავტორი - ალია
12:51 08-08-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
15

პეკინის გამზირის N37-ის მიმდებარედ კომპანია „ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალმომარაგების ქსელზე დაგეგმილი გადაუდებელი სამუშაოების გამო 8 აგვისტოს 00:30 საათიდან 22:00 საათამდე პეკინის გამზირის ნაწილზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, შეზღუდვა პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ზურაბ ჟვანიას მოედნის მიმართულებით, გურამ ფანჯიკიძის ქუჩის კუთხემდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება.

„პეკინის გამზირიდან ჟვანიას მოედანზე მოხვედრას ავტომობილები შეძლებენ ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ტაშკენტის, იონა ვაკელის, ბუდაპეშტისა და ფანჯიკიძის ქუჩების გავლით.

საგზაო მოძრაობის დროებითი შეზღუდვის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარკვეული მარშრუტებიც შეიცვლება. კერძოდ, N300, N302, N349 ავტობუსები და N531 მიკროავტობუსი პეკინის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას ყაზბეგის გამზირიდან გადაადგილდებიან იონა ვაკელის, ბუდაპეშტისა და ფანჯიკიძის ქუჩების გავლით, რის შემდეგაც დადგენილი სქემით გააგრძელებენ მოძრაობას.

N326 ავტობუსი კონსტანტინე გამსახურდიას გამზირიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით გადაადგილებისას აღარ შევა პეკინის გამზირზე და მოძრაობას გააგრძელებს სააკაძის მოედნის მიმართულებით, რის შემდეგაც შარტავას ქუჩით დაუკავშირდება კანდელაკის ქუჩას და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებს.

რაც შეეხება N534-ს, მიკროავტობუსი პეკინის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებს ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით, რის შემდეგაც ტაშკენტისა და ფანჯიკიძის ქუჩებით დაუკავშირდება ისევ პეკინის გამზირს, შემდეგ კი მოძრაობას გააგრძელებს დადგენილი სქემით“, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved