ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საარჩევნო პროცესში მონაწილე პირებისთვის შარშანდელ წესებს ორი რეკომენდაცია დაემატება: ვაქცინაციისა და სავალდებულო ტესტირების შესახებ.
“უსაფრთხო არჩევნების რეკომენდაციები ჩვენ გასულ წელსაც გვქონდა, წელს რამდენადმე შეიცვალა ეს რეკომენდაციები, იმგვარად, რომ დაემატა ვაქცინაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და ჩვენი მხრიდან, ჯანდაცვის სექტორის მხრიდან, ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ საარჩევნო პროცესში მონაწილე პირებს ხელი შევუწყოთ ორგანიზებულ აცრებში და მათ არ ჰქონდეთ შეფერხება ამ კუთხით. ასევე დაემატა სავალდებულო ტესტირება პროცესში მონაწილე პირებისთვის კვირაში ერთხელ. ეს არის ორი დამატებითი რეკომენდაცია. სხვა დანარჩენი რეკომენდაციები, რაც აქამდეც იყო, ბუნებრივია, უნდა აღსრულდეს”
არჩევნების ჩატარება მაღალ რისკებს არ უკავშირდება, მაგრამ აუცილებელია იმ რეკომენდაციების დაცვა, რაც სპეციალურად ამ დღისთვის არის შემუშავებული.”
კომენტარები