• რეკლამა
  • კონტაქტი
16:48, სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციის მორიგ მცდელობასთან დაკავშირებით

ალია ავტორი - ალია
15:06 09-22-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

გვინდა გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაკეთებულ მანიპულაციურ განცხადებებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით. ანალიტიკოსი ვანო მაჭავარიანი ცდილობს, რომ საზოგადოებაში გააჩინოს აღქმა, თითქოს არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით გაყალბდა. მის მიერ გაკეთებული განცხადებები აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს არამხოლოდ არაკომპეტენტურობასთან, არამედ დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებასთან.
მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის არჩევნების ჩატარების შემდეგ არაერთხელ გაკეთდა ამომწურავი განმარტება, მისი მხრიდან ამ თემაზე კვლავ აპელირება, სავარაუდოდ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა და ექსპერტული წრისთვის შეუფერებელი არაკომპეტენტურობაა. სამწუხაროდ, მსგავსი განცხადებები ახალი არ არის და წარმოადგენს იმ ტენდენციის გაგრძელებას, როცა
დაინტერესებული მხარეები, მათ შორის კონკრეტული ექსპერტები/დამკვირვებლები, სხვადასხვა საარჩევნო საკითხზე არგუმენტების გარეშე აკეთებენ მანიპულაციურ თუ დეზინფორმაციულ განცხადებებს.
როგორც ჩანს, ვანო მაჭავარიანი არ იცნობს და არც დაინტერესებულა საარჩევნო აპარატებისა და პროცედურების ტექნიკური შესაძლებლობებით. ასევე არ იცის, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგი ეყრდნობა კომისიის მიერ ბიულეტენების ხელით გადათვლას. ეს პროცესი კი ხორციელდება საჯაროდ, ჩართული მხარეების თანდასწრებით.
ამასთან ის საუბრობს საარჩევნო აპარატებში მონაცემების ჩატვირთვაზე, რის ტექნიკური შესაძლებლობაც საქართველოში გამოყენებულ აპარატებს არ აქვს. მეტი დამაჯერებლობისთვის კი რუსული საარჩევნო ტექნოლოგიების მაგალითს იშველიებს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გამოყენებული ელექტრონული ტექნოლოგიების არქიტექტურა და პროცედურები განსხვავდება იმ მოდელებისგან, რომლებზეც აღნიშნული მაგალითი არის დაფუძნებული.
საზოგადოებას შევახსენებთ რომ ბოლო ორი საერთო არჩევნების შესახებ არსებობს ამერიკული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის 6 დასკვნა. სწორედ აღნიშნული დასკვნები ადასტურებს, რომ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები მუშაობს გამართულად, შესაბამისობაშია საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან და სტანდარტებთან.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველთვის მზად არის მოისმინოს და გაიზიაროს არგუმენტირებული მოსაზრებები/რეკომენდაციები, თუმცა ვერ გაიზიარებს ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციას. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას დაეყრდნონ გადამოწმებულ ფაქტებს, ტექნიკურ დოკუმენტაციასა და შესაბამის სამართლებრივ ჩარჩოს.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის

14:12 09-22-2026
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
ახალი ამბები

თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის

13:45 09-22-2026
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved