• რეკლამა
  • კონტაქტი
00:05, კვირა, 26 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააპელაციო სასამართლომ განაჩენი, რომლითაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი პატიმართა მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ ცნო, უცვლელად ძალაში დატოვა

ალია ავტორი - ალია
15:29 05-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი, რომლითაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დ.ჭ. პატიმართა მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ ცნო, უცვლელად ძალაში დატოვა.

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წლის 27 მარტს, დ.ჭ.-მ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის კაბინეტში ოთხ მსჯავრდებულს ღირსებისა და პატივის შემლახავი მოპყრობით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდგომაც ისინი დაწესებულების ეზოში კვლავ სცემეს.

პატიმართა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს დაწესებულებაში განთავსებული პატიმრების მხრიდან მოჰყვა აქტიური პროტესტი, კერძოდ, ყველას დასანახად პატიმრების უმოწყალოდ ცემამ და შემდგომში მათი ამ ფორმით ბადრაგირებამ გამოიწვია სასჯელაღსრულების დაწესებულების ფუნქციონირების მოშლა. პატიმართა პროტესტის ტალღა მეზობლად მდებარე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N1 და N5 საპყრობილეებზეც გავრცელდა, რასაც საბოლოოდ ე.წ. „ციხის ბუნტის“ დროს განვითარებული მძიმე მოვლენები მოჰყვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დ.ჭ. დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით და საბოლოოდ, 2012 წლის 28 დეკემბრის

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით და 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

2020 წლის 17 ივნისს გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და 2020 წლის 3 ივნისს განხორციელდა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის დ.ჭ.-ს საქართველოში ექსტრადიცია და სასჯელის მოხდის მიზნით მოთავსებული იქნა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

ამავე საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დამნაშავედ იქნენ ცნობილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იმჟამინდელი მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის სად-ის უფროსი ბ.ა., სსკ-ის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ კანონის გამოყენებით, 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. იმავე წელს, მოცემულ საქმეზე მსჯავდებული ბ.ა შეწყალებული იქნა საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის მიერ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა

17:45 04-24-2026
ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?
ახალი ამბები

ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?

17:14 04-24-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება

12:21 04-24-2026
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

13:18 04-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved