• რეკლამა
  • კონტაქტი
17:40, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილს შევხვდი, ზელენსკის მეორე ჩასვლაზე შევხვდები – რატომ იმყოფება ახლა მალხაზ მაჩალიკაშვილი თურქეთში?!

ალია ავტორი - ალია
13:48 02-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

„2020NEWS“-მა თურქეთში მყოფ თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

მაჩალიკაშვილმა სააგენტოს დაუდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

ამასთან, როგორც მაჩალიკაშვილმა განაცხადა, ამჟამად თურქეთში იმყოფება, რათა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტე გამსახურდია მოინახულოს, რომელიც თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.

რატომ შეხვდა მაჩალიკაშვილი მიხეილ სააკაშვილს? და რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე? – ამ და სხვა მნიშვნელოვან  თემებთან დაკავშირებით მაჩალიკაშვილმა “2020NEWS”-თან  ინტერვიუში ისაუბრა. 

მალხაზ მაჩალიკაშვილი: როგორ ფიქრობთ, კიევიდან ისე წამოვიდოდი, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს არ შევხვდებოდი?! დიახ, პრეზიდენტსაც შევხვდი და სხვა უამრავ ადამიანსაც.

– ბატონო მალხაზ, რატომ შეხვდით მიხეილ სააკაშვილს? 

– ოდესის ერთ-ერთ ტელევიზიაში ვიყავი მიწვეული, შემდეგ კიევში მიმიწვიეს. მქონდა დაგეგმილი, რომ სააკაშვილს უნდა შევხვედროდი. სააკაშვილთან საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ვისაუბრე. ის მსოფლიოს რეფორმატორი ადამიანების რიგებში შედის. სააკაშვილი მსოფლიო დონის პოლიტიკოსია. მას უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზეც ვესაუბრე. ყველაფერს დეტალეურად ვერ მოგიყვებით.

– კიდევ  ვინ ესწრებოდა თქვენსა და  სააკაშვილს შორის გამართულ შეხვედრას? 

– ეს პირადულია. კანონი არ მზღუდავს, ვისაც მინდა შევხვდები და დაველაპარალები. შევხვდი იმ ადამიანებს, რომლებთანაც დალაპარაკება საჭირო იყო.

– მიიღეთ რაიმე სახის გადაწყვეტილება სააკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე? 

– გადაწყვეტილება მივიღეთ თუ არა, ჩემი პირადი საქმეა. მე ყველაზე კარგად ვიცი, საქართველოში რა მდგომარეობაა. ამჟამად თურქეთში ვიმყოფები. აქედან ისევ კიევში ჩავფრინდები. 

ჩემს შორეულ ჩეჩენ მეგობრებს, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტის მეგობრები არიან, ჰქონდათ სურვილი, რომ ზელენსკის შევხვედროდი, თუმცა ვერ შევხვდი. ვფიქრობ, რომ ზელენსკის მეორე ჩასვლაზე შევხვდები.

– ვლადიმერ ზელენსკის თქვენთან შეხვედრის სურვილი აქვს? 

– ვფიქრობდი, რომ უკრაინაში ზელენსკის შეხვედროდი. მასთან შეხვედრის სურვილი მე მქონდა. ზელენსკისთან შეხვედრა მინდოდა, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი სურვილი არ გამიმჟღერებია. მეორედ რომ ჩავალ, შევეცდები, რომ შევხვდე.

– რატომ ეწვიეთ უკრაინის შემდეგ, თურქეთს?

– თურქეში ცოტნე გამსახურდიას სანახვად ვარ ჩამოსული. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ის არის დამოუკიდებელი ქვეყნის პირველი პრეზიდენტის შვილი. ვფიქრობ, ძალიან ბევრ ადამიანს უნდა აინტერესებდეს ცოტნე გამსახურდიას ბედი. იმედი მაქვს, რომ მასთან პალატაში შემიშვებენ.

– თქვენმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე ადამიანი სუს-ის ყოფილი უფროსის, სოსო გოგაშვილი წინააღმდეგ გაქეზებდათ. ეთანხმებით ადვოკატის პოზიციას? 

– ჩემზე გავლენას კაციშვილი ვერასდორს მოახდენს და არც წარსულში მოუხდენია. ჩემი აზრის იქით, არც ერთ ადამიანს არ ვუსმენ.

2020news.ge

თეგები: მალხაზ მაჩალიკაშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved