• რეკლამა
  • კონტაქტი
05:14, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილს რამე რომ მოუვიდეს, ვერავინ დარჩება თავის კაბინეტში – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
19:32 10-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
180

„ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, რომან გოცირიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაუყონებლივ უნდა გადაიყვანონ სამკურნალოდ საზღვარგარეთ.

„უკვე დრო არ ითმენს და ეს არ არის არც დღეების საკითხი, ყველა მონაცემი არსებობს, რომ შეუძლებელი იქნება მისი საქართველოში განკურნება. გამომდინარე იმ მრავალი დაავადებიდან, რაც ამ პროცესში მას აღენიშნა და ერთადერთი გამოსავალი არის გადაყვანა, თანაც დროებით, ხომ არ ვამბობთ, რომ გათავისუფლდეს და ა.შ.“

მისივე თქმით, თუ სააკაშვილს არ გადაიყვანენ უცხოეთში სამკურნალოდ, ძალიან ცუდად დაუმთავრდება ეს ხელისუფლებას. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ძალიან დიდი პრობლემები შეექნებათ არა მარტო ივანიშვილს, არამედ მთელ „ქართული ოცნებას“ და იმ „ადამიანებს, რომლებმაც უზურპირება მოახდინეს მთელი ძალაუფლების და აწამებენ ადამიანს“.

„ივანიშვილს სანქციები სანატრებელი გაუხდება. ახლა ხომ არის მათი ბრძოლა, რომ არ მოხდეს სანქცირებულთა სიაში. სანქცია იქნება მათთვის ძალიან რბილი უსიამოვნება“, – განაცხადა გოცირიძემ.

გოცირიძემ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე საუბრისას, იულია ტიმოშენკოს შემთხვევაც გაიხსენა, როდესაც ის სამკურნალოდ უკრაინიდან გერმანიაში გადაიყვანეს.

რაც შეეხება მმართველი პარტიის ლიდერის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ სააკაშვილი არ არის ისე მძიმედ, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, გოცირიძემ დასძინა, რომ „ამას ამბობენ ცნობილი, აღიარებული ექიმები და პროფესიონალები“.

„როდესაც ასეთ პასუხს იძლევა ხელისუფლების წარმომადგენელი, ეს იმას ნიშნავს, რომ უგუნურია და ვერ საზღვრავს იმ რისკებს, რაც შეიძლება მიხეილ სააკაშვილის დამძიმებით იქნას გამოწვეული“ , – დასძინა გოცირიძემ.

პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოველდღიურ რეჟიმში საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილის სიკვდილის და ჯანმრთელობის რადიკალურად გაუარესების საფრთხეა. „უკვე ერთი წელია ამაზე საუბარი მიდის და ხალხსაც მოაბეზრეს თავი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ამ თემაზე განცხადებები მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებია.

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამბობენ, რომ სააკაშვილის სიკვდილის პირასაა.

შეგახსენებთ, ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობის ეტაპზე 20 კილოგრამი დაიკლო და ამ დრომდე უჭირს გადაადგილება. შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ სააკაშვილმა წამლებისა და საკვების მიღებაზე უარი თქვა.

წყარო: ipn.ge

თეგები: მიხეილ სააკაშვილირომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved