უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქეს, დიპლომატიურ დახმარებას გაუწევს.
“ჩვენ ვიცავთ უკრაინის თითოეულ მოქალაქეს, როდესაც მას უჭირს. ის ჩვენი მოქალაქეა და ჩვენ ყველანაირ დახმარებას გავუწევთ. დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში მოვა საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი, ჩვენი თხოვნით. მასთან ამ ყველაფერს განვიხილავთ”, – ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
წყარო – ფორმულა
კომენტარები