• რეკლამა
  • კონტაქტი
03:46, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილს ის როლი დარჩა რაც “ლენინს მავზოლეუმში” – გაბრიჭიძე

ალია ავტორი - ალია
18:15 11-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
224

თბილისის ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, გია გაბრიჭიძე:

“რაღა დაგიმალოთ და მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესების გამო ისეთი მედია-გარემოა შექმნილი, რომ ამ ორგანიზაციის სვე-ბედზე მოვიშვიშე ხალხის აზრით მთელი საქართველო ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის გულშემატკივართა მსგავსად უნდა ღელავდეს, მაგრამ როგორც მათი ბელადი იყოდა – ნურას უკაცრავად. საზოგადოებას აშკარად ფეხებზე ჰკიდია თუ რა მოხდება, ვის აირჩევენ, დაიშლება, თუ არ დაიშლება დ.ა.შ.

მხოლოდ „პოლიტიკოსთა“ და ჟჟჟუუურრრნალისტთა მცირე ჯგუფი ცდილობს აჟიოტაჟის შექმნას და ზედაპირზე ტივტივს, რაც აშკარად არ გამოსდით, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პროცესი აშკარად კომიკურია და მაქსიმუმ მდარე გასართობი შოუს ეფექტს იწვევს. მე კი გარკვეული ინტერესებიდან გამომდინარე ასე, თუ ისე ვადევნებ თვალყურს და ვცდილობ რამდენიმე ისეთი დასკვნის გაკეთებას, რაც საქართველოს ბოლო პერიოდის პოლიტიკური ცხოვრების შეფასებაში დამეხმარება. მაგალითისთვის გეტყვით, რომ საკმაოდ საინტერესოა რამ გამოიწვია ერთ დროს მართლაც ძლიერი, მონოლითური პოლიტიკური ძალის ასეთი დაჩიავება. სწორედაც რომ დაჩიავება, რადგანაც პარტიამ, რომელმაც არჩევნებში დამარცხების შემდეგ მაინც მოახერხა სერიოზული გავლენების შენარჩუნება როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით.

ცხადია, რომ დასავლეთში მის გავლენებს ძირითადად ის ლობისტები „ქაჩავდნენ“, რომელთა პროდუქტსაც ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენდა და რომლებმაც ამ ძალის საქართველოს სათავეში მოყვანისთვის საკმაოდ ბევრი ფინანსური, თუ პოლიტიკური რესურსი გაიღეს და ახლა ასე ვთქვათ „გატეხილი ვარცლის“ წინაშე აღმოჩნდნენ. ისინი ამას აშკარად ხედავენ, მაგრამ უკან დახევა გვიანია და ყველანაირი მეთოდებით ცდილობენ დააბრუნონ პოლიტიკური ველის წამყვან ფიგურად. არ ჩამოვთვლი მათ მიერ გადადგმულ არა მხოლოდ არაადეკვატურ, არამედ უმეტეს შემთხვევაში საქართველოს წინააღმდეგ აშკარად მტრულ ნაბიჯებს, რადგანაც ყველაფერი უკვე სააშკარაოზე გამოვიდა.

საბედნიეროდ არაფერი გამოსდით და ლამისაა ნაცმოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებში თავად კელი დეგნანმა, კუბილაუსმა, ან რასა იუკნევიჩიანემ დააყენონ თავიანთი კანდიდატურა. საკმაოდ საინტერესოა შიდა პოლიტიკურ სივრცეში მიმდინარე პროცესები, რომლიდანაც ერთი მარტივი და საკმაოდ მერკანტელური ვნებების დანახვა შეიძლება: ნაცები, როგორც პოლიტიკური ძალა ფაქტობრივად უკვე დამთავრებულია და რა ყინჩი განცხადებებიც არ უნდა გააკეთონ მისმა ლიდერებმა, პარტიის გაქრობა დროის საკითხია. დროის, რომელიც ულმობლად ითვლის წუთებს. სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ლიდერი, რომლის გარშემოც არსებობდა ეს პარტია, ფაქტობრივად სიმბოლოც აღარ არის და ის როლი დარჩა რაც „ლენინს მავზოლეუმში“.

ცხადია ის იმ ხალხისთვის, რომლებსაც პირობითად ნაც-არისტოკრატები შეგვიძლია დავარქვათ ისევ живее всех живых, მაგრამ თავად პარტიისთვის აღარაფერს წარმოადგენს. იმ ორ კანდიდატს, რომლებიც თავმჯდომარეობისთვის იბრძვიან, თავიანთი ინტერესები აქვთ. მელიას თავმჯდომარეობის შემთხვევაში პარტიაში წევრთა რაღაც გარკვეული რაოდენობა (“ლელოზე” ნაკლები, მაგრამ მებრძოლი) დარჩება “მე ტანკისტი ვიყავი ომამდე” სიამაყის განცდით, მაგრამ მათ არანაირი ძალა არ ექნებათ.

პარტიის წევრთა შემცირებას ხაბეიშვილის თავმჯდომარეობაც გამოიწვევს. ამ ფიგურის ინტელექტუალური შესაძლებლობები, კომიკური ქარიზმა ნამდვილად არ არის სააკაშვილის მემკვიდრის შესაფერისი (მაგალითად ხრუშჩოვის შედარება სტალინთან (სტალინთან ბოდიშს ვიხდი ამ შედარებისთვის, მაგრამ უცებ სხვა არ გამახსენდა)). მისი თავმჯდომარეობა ამ მოცემულობით კეზერაშვილ-მერაბიშვილს აწყობთ და აწყობთ არა პარტიის აღორძინებისთვის, არა პოლიტიკური ბრძოლების წარმართვისთვის, არამედ იმ პარტიული სალაროს საბოლოო დაპატრონებისთვის, რომელსაც კეზერაშვილი მართავს და რომელსაც ნამდვილად მოსწყინდა არსებულ „შავ ხვრელში“ თანხების უაზროდ ჩაყრა (ურეიტინგო ტელევიზიები, 100 კაციანი აქციები დ.ა.შ.).

დღევანდელი სამკაციანი პარტიები ნაცების საბოლოო დაცემას ელოდებიან, რომ მხარდამჭერებიდან “დასავლურად მოაზროვნე” ტიპები გადაინაწილონ (თაკო ჩარკვიანზე არ ვამბობ). რაც შეეხებათ პარტმუშაკებს, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი არავის არაფერში სჭირდება, მათი ამბიციების, უცოდინრობის და იმ ყოყოჩობის გამო, რაც მათ სამკაციან პარტიების წევრებთან მიმართებაში აქვთ.

სწორედ ამ დროს დადგება ფრაზის – vae victis (ვაი დამარცხებულთ)! თქმის დრო. ვნახოთ, დაველოდოთ და ახალი პერიპეტიებისთვის მოვემზადოთ.”

თეგები: გია გაბრიჭიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved