• რეკლამა
  • კონტაქტი
06:22, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სააკაშვილს, დაპირების მიუხედავად, ბოლომდე მიღებული არ აქვს გადაწყვეტილება“

ალია ავტორი - ალია
19:58 09-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

ანი დვალიშვილი

რამდენიც არ უნდა ამტკიცოს ხელისუფლებამ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის არ ეშინია, რეალურად, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გამოჩენა ჩვენს ქვეყანაში სერიოზულ პრობლემას შექმნის. დასამალი არავისთვისაა, რომ კონკრეტულად სააკაშვილს (და არა ნაციონალურ მოძრაობას) უამრავი მხარდამჭერი ჰყავს და მის დასაცავად ქუჩაში გამოსვლაც არ დაეზარებათ. ეს განსაკუთრებით ქვემო ქართლის რეგიონზე ითქმის, რომელიც აზერბაიჯანელი მოსახლეობით მჭიდროდ არის დასახლებული და აზერბაიჯანელების არც თუ მცირე ნაწილი მიშას დღემდე აღმერთებს. შიდა კვლევების მიხედვით, ქვემო ქართლის რეგიონში სერიოზული მოლოდინია იმისა, რომ სააკაშვილი მართლაც დაბრუნდება და მის დასახვედრად ემზადებიან.

სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლებამ უკრაინაში დაკავებული მეგის ქარდავას ექსტრადაციის საქმე დააჩქარა. მთავრობა დაჩქარებული წესით აპირებს ქარდავას ჩამოყვანას და ციხეში გამწესებას, რაც სერიოზული მინიშნება იქნება იმაზე, რომ საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, ციხე არც მიშას ასცდება. ამის მიუხედავად, ნაციონალური მოძრაობა აქტიურად ემზადება სააკაშვილის დასახვედრად და აქტივსაც აფრთხილებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, სულ რაღაც ერთ დღეში უნდა მოხდეს მობილიზება და იმ ადგილზე მისვლა, საიდანაც სააკაშვილი შეეცდება საქართველოში შემოსვლას. ასეთად კი წითელი ხიდი და სარფის საბაჟო სახელდება. წითელ ხიდამდე ერთადერთ ვარიანტად სარფის საბაჟო განიხილებოდა, მაგრამ როგორც გვეუბნებიან, თურქეთის მთავრობისგან ნაციონალებმა ვერ მიიღეს იმის გარანტია, რომ თავის მხარეს გაატარებდნენ, ანუ სააკაშვილს ნეიტრალურ ზონაში შეუშვებდნენ. ასეთი დასტური ჯერჯერობით არც სომხურმა მხარემ გასცა, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ მათ არც უარი უთქვამთ. ნიკოლ პაშინიანის ვიზიტის დროს, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ესეც იყო, თუმცა, როგორც ჩვენი წყარო გვეუბნები, ირაკლი ღარიბაშვილმა ვერ მიიღო მყარი გარანტიები იმასთან დაკავშირებით, რომ სომხეთში სააკაშვილის ჩასვლის შემთხვევაშ, მას დააკავებენ და ქართულ მხარეს გადმოსცემენ.

„ერთი რამ ცხადია – მნიშვნელობა არ აქვს, საიდან მოადგება სააკაშვილი საქართველოს საზღვარს, იქ მოხდება მინიმუმ 50-70 ათასი ადამიანის მობილიზება და ხელისუფლებას კვლავ ძალის გამოყენება მოუწევს იმისთვის, რომ ამ ხალხს მიშა წაართვას. სწორედ რომ წაართვას, რადგან ისინი შეეცდებიან, სააკაშვილი სამართალდამცავებს არ დაანებონ. ამიტომ, იდეალური ვარიანტია, ის დააკავოს იმ ქვეყანამ, სადაც ჩაფრინდება, ან დააკავონ ნეიტრალურ ზონაში ქართველმა სამართალდამცავებმა და სპცეავტომობილით გადაიყვანონ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“,-გვეუბნება ჩვენი წყარო.

აქვე გეტყვით, რომ, ჩვენი ინფორმაციით, სააკაშვილს დაპირების მიუხედავად, ბოლომდე მიღებული არ აქვს გადაწყვეტილება და საუკეთესო შემთხვეევაში, ის შესაძლოა, რომელიმე მეზობელ ქვაყანაში ჩავიდეს. მას ჯერჯერობით ვერავინ აძლევს იმის გარანტიას, რომ საქართველოს საზღვრის კვეთის შემთხვევაში, არ დააკავებენ.

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved