• რეკლამა
  • კონტაქტი
19:12, პარასკევი, 1 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სააკაშვილმა დიდ ხანს უნდა იცოცხლოს, დიდ ხანს უნდა იჯდეს საპატიმროში და ხანგრძლივი სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ქუჩაში ადამიანების მზერის უნდა ეშინოდეს!“- ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
15:38 11-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე საქართველოში ბოლო დღებში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ხელისუფლების ინტერესებში არ შედის.

„რამდენიმე კითხვა მაქვს:1. რაში აწყობს “ქართულ ოცნებას” სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება? რატომ უნდა უნდოდეს “ქართულ ოცნებას” სააკაშვილის სიკვდილი? (ღმერთმა დაიფაროს ყველა ადამიანი)ახლა სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა მთავრობას აკისრია, რაიმე ზემდეტი თუ მოხდა (შიმშილობის კონკრეტული მეთოდიდან გამომდინარე ბუნებრივი შედეგების გარდა) ყველაფერი მათ დაბრალდებათ, ქვეყნის შიგნითაც ნიაღვარი წარმოიქმნება და საერთაშორისო ასპარეზზეც ქარიშხალი ატყდება, რომელთა გამკლავების ძალა მათ არ შესწევთ… რაში სჭირდებათ მკვლელის სახელი?2. თუ პუტინის მთავარი მიზანი სააკაშვილის განადგურებაა, რატომ უჭირს საკითხის გადაწყვეტა? ლეხ კაჩინსკის წირვა გამოუყვანა, ალექსეი ნავალნი მთელი მსოფლიოს თვალწინ “ნოვიჩოკით” მოწამლა, სკრიპალებს დედა უტირა, ლიტვინენკოს საავადმყოფოს ლოგინზე ამოხადა სული, მულტიმილიარდერი ბერეზოვსკი მიწიდან ამოთხარა და მოსპო, კიდევ რამდენი ჩამოვთვალო… მისმა მიმდევრებმა ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეს, ზელიმხან ხანგოშვილს ქილერი მიუგზავნეს და შუაგულ ევროპაში, დღისით, მზისით, ხალხის თვალწინ დახვრიტეს… მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი, სისხლიანი და ძლევამოსილი დიქტატორია და თუ ვინმეს განადგურება უნდა, როგორმე მოახერხებს … მითუმეტეს ამდენი კრიზისისა და არეულობის ფონზე. რა ისეთი განუმეორებელი სუპერძალა აქვს საქართველოს ექს-პრეზიდენტს, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ადამიანებზე ძლიერი და განსაკუთრებულია? ლოგიკა სად არის?”ქართულ ოცნებას” არ აწყობს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმება! პუტინს ფეხზე ჰკიდია სააკაშვილი! პირიქით, ენმ-ისა და საქართველოს ხელისუფლების სამარცხვინო, ანტისახელმწიფოებრივ ორთაბრძოლებს სათავისოდ იყენებს!თუ ავტორიტეტული, პარტიულად მეტ-ნაკლებად ნეიტრალური, ნაც.მოძრაობის სიით დეპუტატები რომ არ ყოფილან ისეთი ექიმები იტყვიან, რომ ექს-პრეზიდენტი სამოქალაქო საავადმყოფოშია გადასაყვანი, უპირობოდ, ენმ-ის მიტინგების შიშის მიუხედავად პაციენტს დახმარება უნდა აღმოუჩინონ. ორი აზრი არ არსებობს!სააკაშვილმა დიდ ხანს უნდა იცოცხლოს, დიდ ხანს უნდა იჯდეს საპატიმროში და ხანგრძლივი სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ქუჩაში ადამიანების მზერის უნდა ეშინოდეს! მხოლოდ მზერაც საკმარისი იქნება!“ – წერს ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved