• რეკლამა
  • კონტაქტი
03:13, სამშაბათი, 4 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილის წერილი გოცირიძეს – “რომან გოცირიძე ივანიშვილის მთავრობას ფაქტობრივად ამართლებს აზერბაიჯანთან დაპირისპირებაში”

ალია ავტორი - ალია
16:46 12-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
234

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ციხიდან გამოგზავნილ წერილში, რომან გოცირიძეს მიმართავს:

რომან გოცირიძე ივანიშვილის მთავრობას ფაქტობრივად ამართლებს აზერბაიჯანთან დაპირისპირებაში და პირიქით აზერბაიჯანს აბრალებს საქართველოზე ზეწოლას.
ის ახსენებს აზერბაიჯანიდან სომხეთში ტვირთის გატარებაში საქართველოს მიერ დაწესებულ ტარიფს და იქვე დასძენს რომ ტარიფებში ვერ ერკვევა, რაც რბილად რომ ვთქვათ, მთლად პროფესიული მიდგომა არაა, იმიტომ რომ სწორედ ტარიფებია მთავარი მომენტი.
ვინაიდან რომანს ქოცების გარდა ზოგიერთი ნორმალური ადამიანიც აჰყვა, მინდა კიდევ ერთხელ დეტალურად დაგიმარცვლოთ თუ რეალობაში რა ხდება.
ფაქტები კი შემდეგია: პირველად აზერბაიჯანმა დაიწყო ტვირთების ზიდვა სომხეთში, საქართველოს გავლით. ეს ამბავი კავკასიაში მშვიდობის დამყარების საკითხს ძალიან სოლიდურ საფუძველს უქმნის.
მე რომ ახლა ვწყვეტდე, ამ ტვირთების მხოლოდ სიმბოლურ ტარიფს დავუწესებდი, ვინაიდან ასეთი ტვირთბრუნვა პირდაპირ საქართველოს ინტერესებშია. ის ასევე ძალიან აღიზიანებს რუსებს.
რა ქნა ივანიშვილი მთავრობამ, მათ გამოაცხადეს ტარიფი 0.82 დოლარი კილომეტრზე, მაშინ როცა თავად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სარკინიგზო ტარიფები უტოლდება 0.02 დოლარს კილომეტრისთვის.
აზერბაიჯანის ტარიფებს რომ თავი დავანებოთ, ყულევზე, სადაც ივანიშვილს თავისი კორუფციული ინტერესები დალაგებული აქვს, ჩვენი რკინიგზა 20-ჯერ ნაკლებ ტარიფს ითხოვს, ვიდრე სომხეთის მიმართულებაზე გადაზიდვისთვის.
ახლა მინდა ვუთხრა რომანს – კარგი რკინიგზას, რომ გავცდეთ და ვნახოთ თუ რა ხდება აზერბაიჯანულ ფურებზე, რომელიც ჯერ ახლახანს თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. დიდი ხნის წინ შეთანხმებული გადასახადებით. პრაქტიკულად ყველას აჩერებენ საზღვარზე, უხეშად ეპყრობიან და 1000 დოლარამდე ქრთამს სთხოვენ გატარებისთვის და თუ არ თანხმდებიან გადაჰყავთ საჯარიმო სადგომებზე. საერთოდ რა კავშირშია ეს რკინიგზასთან?
უფრო მეტს გეტყვით, რაც სომხეთის მთავრობისგან შევიტყვე, ახლა კობახიძე პირდაპირ აშანტაჟებს სომხეთს, რომ თუ ქართულ არასამთავრობოებს არ აღუკვეთავს ფეხს ერევნიდან, სომხეთის ტვირთებს მთლიანად დაბლოკავენ.
აზერბაიჯანს, რომ საქართველოზე ზეწოლა ნდომებოდა, მას აქვს ბევრად უფრო ეფექტური ბერკეტი გაზის ფასის სახით. დღევანდელი ძალიან დაბალი ტარიფი ჩემს დროს შევათანხმე ილჰამთან და ქოცების მოსვლის შემდეგ, აზერბაიჯანის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ მითხრა, რომ კალაძე რომელიც მაშინ ენერგეტიკის მინისტრი იყო, აზერბაიჯანს სთავაზობდა ტარიფის გაზრდას, ე.ი. ქართველებისთვის გაზის ფასის გაძვირებას და მოგების შუაზე გაყოფას. როგორც მაშინ მითხრა ჩემმა მეგობარმა, კალაძეს და ივანიშვილს ჯიბე აქვთ გამოყოფილი და პირზე აწერიათ “деньги деньги деньги”.
როცა ასეთი რამე ხდება, ყოველთვის უნდა ვიკითხოთ თუ ვის ინტერესებშია ეს აზერბაიჯან-სომხეთის დაახლოების დაბლოკვა.
კავკასიის სატრანსპორტო დერეფნის სრულფასოვანი ამუშავება, კავკასიაში მშვიდობა და თანამშრომლობა მხოლოდ ერთ სუბიექტს არ მოსწონს ძალიან და ის იმყოფება კრემლში. ხოლო ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესებს, “ოცნების” გამოკლებით.
და ბოლოს თვითონ რომანიც წერს რომ ამ ბანდისგან ხალხი არაფერს კარგს არ ელის და აქ შეიძლება დავამატოთ – არ ელის იმიტომ რომ ისინი არაფერ კარგს არ აკეთებენ და არც შეიძლება გააკეთონ და თუ ამ მთავარ ფაქტორს გავითვალისწინებთ ყველაფერი ნათელი ხდება.
ცნობისთვის, ბაქოსა და თბილისის უთანხმოებაზე, რომან გოცირიძე, წერდა. რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით უნდა შევხედოთ ამ საქმეს და არა როგორც დაპირისპირებას ქართული ოცნების გუნსა და აზერბაიჯანის მთავრობას შორის:
კარგად გავეცანი აზერბაიჯანულ მედიაში წამოწყებულ კამპანიას. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ბევრი რამ აჟიოტაჟის ატეხვის და საქართველოზე ზეწოლის მიზნით კეთდება. საზღვარზე აზერბაიჯანული ტრაილერების შეყოვნების საკითხიც გაზვიადებული ჩანს. ამ ტვირთებში არაა საქმე, პრობლემა გაცილებით დიდია.
წარმოქმნილი წინააღმდეგობის განხილვა იმ კუთხით, რომ “ოცნების” მთავრობა იმტერებს მეზობლებს და ცალსახად აზერბაიჯანულ პოზიციებს მივემხროთ, არ არის სწორი. ამ ხელისუფლებას იმდენი ცოდვა მიუძღვის ხალხის წინაშე და იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, რომ ერთით დამძიმება არაფერს ცვლის. პრობლემა მეტად სერიოზულია და ქვეყნის და თითოეული ჩვენი მოქალაქის სამომავლო ინტერესებს ეხება.
სომხეთი საქართველოდან მარაგდება როგორც ზღვით, ასევე ხმელეთით. ეს ქართული პორტების და რკინიგზის შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილია. ნავთობროდუქტების უდიდესი ნაწილი ამ ქვეყანაში საქართველოდან შედის. რეგიონში მომხდარი დიდი ძვრების შედეგად ბევრი რამ მკვეთრად იცვლება. ეს არა მხოლოდ ზანგეზურის კორიდორის ამოქმედებას ეხება, რომელსაც საკმაო დრო დასჭირდება, არამედ ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან ალტერნატიული გზების გამოჩენასაც, რომელიც საქართველოს აუვლის გვერდს. ეს ანაკლიაზეც იმოქმედებს. ერთი კონკრეტული შედეგი უკვე დადგა: რუსეთის რკინიგზა სომხეთს აზერბაიჯანის გავლით დაუკავშირდება. ასვე მყარდება სარკინიგზო კავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთპბროდუქტების მიწოდება უკვე პირდაპირ რკინიგზით მოხდება საქართველოს ტერიტორიის გავლით. საქართველოს რკინიგზას ნავთობის ჩვენს ტერიტირიაზე გატარების სატრანზიტო ტარიფები აქვს დაწესებული. რკინიგზის ამ მონაკვეთის ( გარდაბანი-სადახლო) სიგრძე 111 კილომეტრია. აზერბაიჯანი უკმაყოფილოა ამ ტარიფის სიდიდით და მის მკვეთრ შემცირებას ითხოვს. რამდენად სამართლიანი ქართული მხარის შეთავაზება, ეს საკითხი შესასწავლია და რაიმე დასკვნას ახლა ვერ შემოგთავაზეთ. ეს ჩემზე უკეთ ამ დარგის ვიწრო სპეციალსტებმა იციან.
2026 წელს ვადა გასდის ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენით საქართველოსთვის კუთვნილი გაზის შეღავათიან ფასად მიწოდების ხელშეკრულებას. მიმდინარეობს მისი განახლება. ზოგადად, აზერბაიჯანიდან გაზის მიღების საკითხები ახლებურად დგება დღის წესრიგში. რუსული გაზის ევროპაში იმპორტის აკრძალვის შემდეგ აზებაიჯანული გაზი განსაკუთრებით სასურველი გახდა ევროპისათვის. ისინი მნიშვნელოვნად მეტს უხდიან აზერბაიჯანს, ვიდრე ვუხდიდით ჩვენ და მომავალში შევძლებთ გადახდას.
ასეთ დროს საქართველოს მხრიდან ვითარების დაძაბვა უგუნურობა იქნებოდა. როცა ხელისუფლება არაადეკვატურია, ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ ამ შემთხვევაში პირიქით ჩანს-აზერბაიჯანი ძაბავს ვითარებას. საქართველო უკვე არ არის მსოფლიო ბაზარზე მისი ენერგეტუკული რესურსების ექსკლუზიურად გამტარი. პოლიტიკურადაც ზურგმომაგრებულია. აზერბაიჯანის მედიას საქართველო გამოჰყავს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების მოწინააღმდეგედ, რომელიც ქმნის ბარიერებს და რომელსაც არ უნდა რეგიონის განვითარება და აყვავება. გაისმის ასევე მუქარა აზერბაიჯანული მედიის მხრიდან საქართველოს მიმართ. გვაგრძნობინებენ, რომ კოზირები მათ ხელშია. პირველ რიგში აზერბაიჯანულ გაზზე ჩვენი დამოკიდებულება იგულისხმება.
როცა საერთაშორისო იზოლაციაში მყოფი ხელისუფლება გყავს, მას არ შესწევს ქვეყნის ინტერესების ადეკვატურად დაცვის უნარი. საერთაშორისო პარტნიორების დაკარგვა მრავალმხრივ ასუსტებს ქვეყანას, მათ შორის მეზობლებთან ურთიერთობაში. ყველა ქვეყანას საკუთარი ინტერესი აქვს და ამ ინტერესების რეალიზების კუთხითაც უნდა შევხედოთ მიმდინარე მოვლენებს.

“თბილისი მშვიდობის წინააღმდეგ თამაშობს” – უმკაცრესი წერილები ბაქოდან და ბრალდებები “ოცნების” გუნდს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved