• რეკლამა
  • კონტაქტი
03:54, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის ბრალდებით დაკავებული მამა-შვილის ვინაობა ცნობილია – „ტვ პირველის“ ექსკლუზივი

ალია ავტორი - ალია
15:52 10-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

“ტვ პირველმა” დაადგინა იმ ორი პირის ვინაობა, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საქართველოში შემოყვანის ბრალდებით დააკავეს. 

“პირველების” ინფორმაციით, ძალოვანებმა მამა-შვილი შალვა და ზურაბ წოწორიები გუშინ დააკავეს. ორივე ფოთის ტერმინალის რიგითი თანამშრომელია. 

დაკავებულების ოჯახის წევრებმა ინფორმაცია, რომ მამა-შვილს საქართველოს მესამე პრეზიდენტის შემოყვანას ედავებიან, “პირველებისგან” გაიგეს. 

შალვა წოწორიას ცოლი, ვერიკო წოწორია ამბობს, რომ მისი მეუღლე ფოთის პორტში 30 წელია მუშაობს, შვილი კი  11 წელი. 

დაკავებულის მეუღლე აცხადებს, რომ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის დროს შალვა წოწორია  შვებულებაში იყო, მისი შვილი კი –  სამსახურში. 

ირკვევა, რომ სამართალდამცავები ფოთში, წოწორიების სახლში, გუშინ მივიდნენ,  ჩაატარეს ჩხრეკა, რის შემდეგაც მამა-შვილი გამოკითხვაზე გადაიყვანეს. პოლიციამ ასევე  წოწორიების კუთვნილი ავტომობილიც წაიყვანა. 

წოწორიები მიხეილ სააკაშვილთან კავშირს უარყოფენ. 

ვცხოვრობთ ხელფასზე, ჩვეულებრივი მუშები არიან, რა შეხება შეიძლება, გვქონოდა სააკაშვილთან?!”,- აცხადებს დაკავებულის მეუღლე.

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის ბრალდებით ორი პირის დაკავების შესახებ დღეს საქმის პროკურორმა ისაუბრა. შოთაძის უწყებას დაკავებულთა ვინაობის შესახებ არ უსაუბრია. 

ამასთან, “პირველებისთვის” ცნობილი ხდება, რა ვერსიას ამუშავებს პროკურატურა – შოთაძის უწყების ვერსიით, სააკაშვილი ოდესიდან ფოთში ბორანით შემოვიდა და ის სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით შემოუშვეს. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, არჩევნების დღეს, 2 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურამ იმ ბინის მეპატრონესაც წაუყენა ბრალი, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. ელგუჯა ცომაიამ მიხეილ სააკაშვილს თბილისში, ქვიშხეთის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლი დაუთმო.

პროკურატურის ინფორმაციით, ცომაიას მსჯავრდებულ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved