• რეკლამა
  • კონტაქტი
08:52, სამშაბათი, 24 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილის პარტიამ ფეხებზე დაიკიდა სააკაშვილი” – რა ნაბიჯს გადადგამს უკრაინა, თუ დაინახა, რომ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია?

ალია ავტორი - ალია
20:36 10-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
178

თამო კეშელავა

„ალიას“ ესაუბრება გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი.

-მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ წერილში, ემიგრაციას მოგმართათ და კიდევ ერთხელ გთხოვათ ჩამოსვლა 30 ოქტომბრისთვის, თქვენ ჩამოსული იყვავი 1 ოქტობრის არჩევნებისთვის, მეორე ტურისთვისაც ჩამოხვალთ?

– ვნახოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია. სამწუხაროდ, სააკაშვილის პარტიამ ფეხებზე დაიკიდა სააკაშვილი და მთელი ყურადღება გადაიტანა იმ რამდენიმე ქალაქის არჩევნებზე… ამ სახით ბრძოლაში აზრს ვერ ვხედავ, 48 პროცენტი აიღო ივანიშვილმა პირველ ტურში? ხმები არ უნდა დაგვეცვა? ივანიშვილი ასე და ამ თამაშით არასოდეს დათმობს ხელისუფლებას. იგი ყოველთვის დაიწერს იმდენ პროცენტს რამდენიც უნდა და რამდენის  უფლებასაც მისცემს ოპოზიცია. ჩამოსვლას უკვე აზრი ეკარგება. ერთადერთი საფიქრალია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. სააკაშვილი არის ავად, მას აქვს თალასემია და თალასემიით დაავადებულ ბევრ პაციენტს ასაკში უჩნდება დიაბეტი. თალასემია ნიშნავს, რომ სისხლის წითელი სხეულების 30 როცენტს ვერ ფლობ. ჯანგბადის რაოდენობა 30 პროცენტით ნაკლებია. სისხლმა უნდა იმოძრაოს სწრაფად, უნდა მოხდეს მისი სწრაფი და ხარისხიანი გაჯერება. ამას შიმშილობა ხელს უშლის, თავისთავად. სრულიად ჯანმრთელმა ადამიანმა შესაძლოა 40-45 დღე იშიმშილოს, ადამიანისთვის, რომელიც ასაკშია და აქვს ჯანრთელობის პრობლემა, შიმშილობას მეოცე დღიდან უკვე სერიოზული გართულება შეიძლება მოჰყვეს. მე ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არის საფრთხეში და ყოველ დღე იზრდება საფრხის რისკი. მე ძალიან აქტიური ვარ უკრაინის წარმომადგენლობასთან, პირადად ვთხოვ  უკრაინას, გაათავისუფლოს, რადგან  ქართველმა ხალხმა არ ისურვა ამ ნაბიჯის გადადგმა. ოპოზიციამ გააკეთა ყველაფერი, რომ რუსთავის ციხესთან ხალხი არ ყოფილიყო – ეს არის ძალიან ტრაგიკული ფაქტი. ადამიანებს, რომლებიც სახლში სხედან და მიხეილ სააკაშვილზე გული შესტკივათ, ჰგონიათ, რომ ოპოზიციას გეგმა აქვს და რაღაცა გეგმის მიხედვით მოქმედებს და ამ გეგმის თანახმად, რუსთავის ციხესთან არ უნდა მივიდეს, არ უნდა გააპროტესტონ, არ უნდა გააღიზიანოს ხელისუფლება. ოპოზიციას არავითარი გეგმა არა აქვს! ოპოზიციის მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომ თითქოსდა არსებობდეს რაღაცა გეგმა და 30 ოქტომბრამდე სააკაშვილი გადაიტანს ყველაფერს, რა პრობლემაა 30 დღე შიმშილობა? – ეს აქვთ ხალხში გატანილი. ოპოზიციას არ აქვს არავითარი გეგმა, მაგათ უნდათ არჩევნების მეორე ტურში რაღაც ქალაქების მოგება და მერე ამით „მარიაჟობა“, რომ აი, ნახეთ, ბიძინას წავართვით ეს ქალაქი და ის ქალაქი. ბიძინას ვერაფერს ეგენი ვერ წაართმევენ, რადგან ესენი სხედან ბიძინასთან ერთად ერთ ნავში – ბიძინა აჭმევს მათ, მათი ოჯახის ბიზნესებზე ბიძინა ხუჭავს თვალს, მათი ოჯახის ბიზნესებს არ ამოწმებს ბიძინა – ესაა სირთლე. სააკაშვილმა ყველაფერი იცის, რომელ ოჯახს რა ბიზნესი აქვს, ვის ქმარს რა სამშენებლო ფირმა აქვს, რომელ ოპოზიციონერს რა წილი აქვს რომელი კლინიკაში, თუ უნივერსიტეტში, ეს მიშამ კი არა, ყველამ იცის. სამწუხაროდ, ესაა ჩვენი ტრაგედია და ალბათ, მიშა სააკაშვილის ცხოვრებასთან დაკავშირებული ტრაგედიაც, რომ მან საკუთარი თავი, საკუთარი სიცოცხლე ჩააგდო იმ ადამიანების ხელში, რომლებსაც საკუთარი ბიზნესის  მეტი არ აინტერესებთ არაფერი.

-სოციალურ ქსელში რამდენიმე სცენარზე წერენ, დღეს, მაგალითად, მასობრივად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი მალე გათავისუფლდება, საუბრობენ იმაზეც, რომ ელოდებიან მეორე ტურს, მესამე ნაწილი კი საუბრობს იმ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც, ცუდად რომ გახდება სააკაშვილი, მერე გამოვლენ მისი გათავისუფლების მოთხოვნით ქუჩაში…

-ელოდებიან როდის დაეცემა დამბლა? „შუშანიკის წამება“ ხომ არაა, არა, როგორ შეიძლება ადამიანის ავადმყოფობაზე აპელირება? ცუდად რომ გახდეს ეს კაცი, გადაიყვანენ უკრაინაში – ამაზე ორი აზრიც არ არსებობს! როგორც კი უკრაინა დაჟინებით მოითხოვს მიშა სააკაშვილის გადაყვანას უკრაინაში, მაშინვე გადაიყვანენ… პრობლემა ისაა, რომ სააკაშვილს არ სურს ეს! მიშა სააკაშვილს სურს გათავისუფლდეს საქართველოს და ქართელი ხალხის მიერ. მე სამწუხაროდ, ამ პერსპექტივას ვერ ვხედავ, ოპოზიციის არც ერთ ძალას არ სურს, სააკაშვილის ასე და ამ გზით გათავისუფლება.  სააკაშვილის სიცოცხლე არის უკრაინელების ხელში. დღეს სააკაშვილი წინააღმდეგია, რომ ის უკრაინელებმა გაათავისუფლონ,  მართალი გითხრათ, არც ის ვიცი, ნამდვილად წინააღმდეგია, თუ არა. ასე ამბობენ! თუმცა, იქ ისეთი არავინ შესულა, რომ ვიდეოფირზე გადაღებული გამოეტანოთ კადრები. პირდაპირ ვიტყვი, ის წერილები, რაც გამოაქვთ, არის თვითმკვლელობაზე წამსვლელი ადამიანის წერილები, რასაც ის წერს, ეს არის თვითმკვლელობაზე წასვლა, ადამიანებს ეუბნება, მიხედეთ თქვენ თქვენ საქმეებს, მე  მივდივარ თვითმკვლელობაზეო. ნუ, ბოლო წერილში იყო სხვადასხვა ქალაქებში ბრძოლაზე საუბარი, თუ ეს მართლა მისი დაწერილია ეს წერილი, ალბათ ხვდება, რომ აქ თბილისის პარტკომებიდან არავითარ დახმარებას უნდა ელოდეს.

– ეშინია ოპოზიციას მისი გათავისუფლების?

-ალბათ, ეშინიათ, რადგან სააკაშვილმა რომ პოლიტიკურად ფრთები გაშალოს საქართველოში, მაშინ უნდა გაკეთდეს საქმე და არა ისე, რომ მამაჩემის ბიზნესით მე ვიყიდო დუტის ქურთუკები. ასე აღარ გამოვა. ეს იცის ყველამ. სააკაშვილმა თუ თავისი პოლიტიკური, ეკნომიკური პროექტების განხორციელება დაიწყო საქართველოში, ყველაფერი უნდა გარდაიქმნას, სამედიცინო სფერო, განათლების სისტემა და ა.შ. ეს იციან და იციან ისიც, რო ეს გარდაქმნა მათ ბიზნესს შეეხება, მათ შემოსავალს შეეხება.

მიშა გაყიდეს? – “ტყუილია, ოპოზიციას არ აქვს არავითარი გეგმა სააკაშვილის გასათავისუფლებად” – რას უყვება “ალიას” იაგო ფრანგიშვილი
თეგები: იაგო ფრანგიშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა – სადამდე გამყარდება ლარი?

16:59 02-23-2026
როგორ ისწავლო 7 000 ინგლისური სიტყვა ზუსტად 10 წუთში და რა ნიშნებით შეარჩიო პროფესიონალი მასწავლებელი
ახალი ამბები

როგორ ისწავლო 7 000 ინგლისური სიტყვა ზუსტად 10 წუთში და რა ნიშნებით შეარჩიო პროფესიონალი მასწავლებელი

15:09 02-23-2026
LIVE  გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში „თბილისი – ლანდშაფტის აღმოცენება“
ახალი ამბები

LIVE გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში „თბილისი – ლანდშაფტის აღმოცენება“

14:16 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved