„მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა:
„გულდასაწყვეტია, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც იცის, რომ მოშიმშილე ადამიანების გამო არავინ გაათავისუფლებს, ამ სიცივეში ადამიანებს აწვალებს. ამ ადამიანებს აწვალებენ, სააკაშვილი თბილ პალატაშია, პარტიის წარმომადგენლები პარლამენტის თბილ დერეფნებში დადიან, კომიტეტების სხდომებზე ოქმებს ხელს აწერენ, ხელფასი რომ არ ჩამოეჭრათ და ვითომ, ბოიკოტში არიან. ძალიან მაგარი ბოიკოტი აქვთ, მუშაობა ეზარებათ და ბოიკოტი დაარქვეს, თან ხელფასს იღებენ. ეს არის უპასუხისმგებლობა“
კომენტარები