• რეკლამა
  • კონტაქტი
06:36, შაბათი, 10 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილი ოპოზიციის ბაქიაობისა და როყიობის მძევალი უფროა, ვიდრე ივანიშვილის” – გოჩა მირცხულავა

ალია ავტორი - ალია
15:27 12-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
194

ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:

“სააკაშვილის დახსნის სავალალო სტრატეგიის შესახებ
—-
ხელისუფლებებს არ უყვართ და არ ძალუძთ სისუსტეების დემონსტრირება. მათ უყვართ, რომ ნებისმიერი აქტის, მათ შორის ჰუმანიტარულის, მორალურის-ზნეობრივის (თუნდაც დაჩლუნგებული ჰქონდეთ ეს კრიტერიუმები) ავტორები თავად უნდა იყვნენ.
საზოგადოება არ არის ვალდებული იცოდეს ეს დაუწერელი წესი, რომლითაც ხელმძღვანელობენ ხელისუფლებები. მაგრამ შეუძლებელია ეს არ იცოდნენ ხელისუფლებაში ნამყოფმა პოლიტიკურმა ძალებმა და პერსონებმა. (არ ვაპირებ ამის კონკრეტული დამასაბუთებელი ფაქტების მოხმობას, ვისაც აქვს მეხსიერება თავადაც გაახსენდება, ამ მხრივ რა ხდებოდა უწინ, იმის უწინ და კიდევ უწინ. ერთს მაინც ვიტყვი – 4-5% არ დაუთმო შევარდნაძემ 2003 წელს ნაცმოძრაობას, მეტს კი არ ითხოვდნენ, ნუ ბურჯანაძე, ჟვანიას დატოვებას პარლამენტს გარეთ ეგ თავისთავად და დარჩა ხელისუფლების გარეშე).
ხელისუფლებების არსი ასეთია, რომ მათ შესაძლოა, დაკარგონ ყველაფერი, მაგრამ არსად და არასდროს არ მოახდენენ საკუთარი სისუსტის დემონსტრირებას, მით უფრო მაშინ, როდესაც მოთხოვნა-იძულება მიმართულია მათ დასამცირებლად და მათი უმწეობის დემონსტრირებისთვის, საკუთარი ამომრჩევლის თვალში.
ეს პრინციპი მუშაობს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებითაც. რამდენჯერაც იქნა მიღწეული კულუარული შეთანხმება პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების შესახებ და მისი სამკურნალოდ გასამგზავრებლად და ამ კულუარული პოლიტიკური მორიგების (გარიგება სხვა რამეა) გარანტორები საკმაოდ წონადი პერსონები იყვნენ, იმდენჯერ აიჭრა ვითარება. სულ მიჩნდება კითხვა – რატომ?
მესმის რომ ამ ქვეყანაში ყველა ბიძინა ივანიშვილზე ჭკვიანია. მერე რა, რომ ყველა არ არის მილიარდერი – (უბრალოდ უმეტესობა სასურველ დროს სასურველ ადგილას არ აღმოჩნდა, თორემ “ჭორვილა” მაშინ გენახათ), მაგრამ ერთხელ მაინც აღიარეთ, რომ ეს კაცი არ არის იმდენად უჭკუო, სააკაშვილის სიკვდილით იყოს დაინტერესებული. არა იმიტომ, რომ მიშა უყვარს. (თუმცა ეგეც საკითხავია – სიყვარულიდან სიძულვილამდე და უკან რამდენი ნაბიჯია ნუ დაგავიწყდებათ და ისიც გაიხსენეთ, რომ ისინი 2010-11 წლამდე “ერთ ხორც” არა, მაგრამ “ერთ არს” იყვნენ.) არამედ იმიტომ, რომ იცის, მას როგორ დააზიანებს სააკაშვილის სიკვდილი.
ამიტომ მიჩნდება კითხვა და ეჭვიც – სააკაშვილის სიცოცხლისთვის მიდის ბრძოლა თუ ივანიშვილის დასაზიანებლად?
აბა, მოგეშორებინათ, მიშას სამკურნალოდ გაგზავნის მოთხოვნაზე პოლიტიკური კომპონენტი, ერთხელ მაინც ამ ხნის განმავლობაში (ერთ ლოკალურ პერიოდში) და დალოდებოდით შედეგს.
მინიმუმ იმასაც ვერ მიხვდა “ჩვენი” (ფუი ეშმაკს) ოპოზიცია, რომ სწორედ ეს გააკეთა სააკაშვილმა, როდესაც თქვა ქართული პოლიტიკა არ მაინტერესებსო, ამას აკეთებენ მისი ოჯახის წევრები. მაგრამ მიხვდით ვინმე ამას? გაიაზრეთ მესამე პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ რა სტრატეგიით უნდა გემოქმედათ? ვერა!
ამიტომ ვამბობ და ეს ყოველდღიურად დასტურდება – არანაირი ნაცმოძრაობა და მისი გამოყოფილი პარტიები არ არსებობენ როგორც პოლიტიკური აქტორები. მიშა, მიუხედავად იმისა, ეთანხმები ადამიანი მას თუ არა – ყველა მათგანზე ასი თავით მაღლა დგას.
დღეს სააკაშვილი ოპოზიციის ბაქიაობისა და როყიობის მძევალი უფროა, ვიდრე ივანიშვილის, რომლისთვისაც ის რეალურად დიდი ტვირთია.
მე მაინც ვფიქრობ, ნებისმიერი ჰუმანური გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იქნება “ჩვენი” (ვაი ჩვენს პატრონს) ხელისუფლების ნება და ეს არ და ვერ მოხდება მისი იძულებით, თუნდაც ბოლო ცენტამდე გაფცქვნან ივანიშვილი და მთელს ხელისუფლებას დაადონ პერსონალური სანქციები.
ბატონებო, პოლიტიკა თავისი არსით ჭადრაკზე უფრო რთული კომბინაციებია – თამაშია. დამიჯერეთ, ნამდვილად ასეა – კასპაროვიც კი ვერ გახდა პოლიტიკოსი, ეს გახსოვდეთ? აქ, არც მზა დებიუტია და არც ენდშპილი.
ჰო, საზოგადოების წუხილსა და განცხადებებს კიდევ სხვა, უფრო სასარგებლო პრიზმაში განვიხილავდი, ეს ბაქი-ბუქური სოუსი რომ არ აფუჭებდეს.”
თეგები: გოჩა მირცხულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved