• რეკლამა
  • კონტაქტი
19:22, პარასკევი, 6 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილი იმყოფება გარდაუვალი სიკვდილის რისკის ქვეშ – გეგეჭკორი და გურული ჯანდაცვის სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებს

ალია ავტორი - ალია
18:12 11-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

ექიმები, ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურული ჯანდაცვის მინსიტრს, ეკატერინე ტიკარაძეს ღია წერილით მიმართავენ.

“თქვენი პროფესიული მოვალეობაა, მიუთითოთ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო სექტორს, რომ პატიმარი პაციენტი, მიხეილ სააკაშვილი სტაბილურ მდგომარეობაში კი არა, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება ამჟამად და ინტენსიური განყოფილების მახლობლად კი არ უნდა იყოს მოთავსებული, არამედ კარგად აღჭურვილ, გამოცდილი პროფესიონალებით დაკომპლექტებულ ინტენსიურ განყოფილებაში განუწყვეტელი ტელემეტრიული მეთვალყურეობის ქვეშ. მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება რიგი სერიოზული ობიექტური სიმპტომები, რომლებმაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება შექმნას სიცოცხლისათვის სახიფათო, ლეტალური გართულება.

მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტად მყოფი მეგობრის გადმოცემით, მას დღეს აღენიშნა გულისრევა მოყავისფრო შიგთავსით. სავარაუდოდ ეგრეთ წოდებული  ყავის ნალექის ტიპის ღებინება (vomiting of blood or coffee-ground-like material). ეს არის კუჭ-ნაწლავის ზედა ტრაქტიდან სისხლდენის პათოგნომური კლინიკური ნიშანი. ასეთი სისხლდენა შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავის  ლორწოვანი გარსის ეროზიული უბნიდან ან წყლულოვანი ზედაპირიდან.

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან წარმოადგენს გადაუდებელ სამედიცინო პრობლემას. ასეთი პაციენტი სასწრაფოდ უნდა იქნეს მოთავსებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და არასტაბილური ჰემოდინამიკის შემთხვევაში პირდაპირ პალატაშივე უნდა ჩატარდეს კუჭ-ნაწლავის ზედა ტრაქტის ენდოსკოპიური კვლევა შესაბამისი რადიკალური ჩარევით. გასათვალისწინებელია გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის შესაძლო საჭიროებაც.

კლინიკურად მნიშვნელოვანია პაციენტის ჰემოდინამიკური მდგომარეობის სტაბილურობის ზუსტი და მუდმივი განსაზღვრა. კერძოდ, მუდმივ რეჟიმში უნდა ისაზღვრებოდეს წნევა, გულისცემა, ტემპერატურა, სუნთქვის სიხშირე და ა.შ.

დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ლაბორატორიული მონაცემების უზუსტესი კვლევა და პაციენტის მომზადება სისხლის შესაძლო გადასხმისთვის. აღნიშნული სიტუაციის ადეკვატურად სამართავად შესაძლოა საჭირო გახდეს მასიური ჰემოტრანსფუზია, სპეციფიკური ენდოსკოპიური ქირურგიული ჩარევები, კომპლექსური ლაბორატორიული გამოკვლევები, რომლებიც მოითხოვს ამ პროცედურებში დახელოვნებულ, გამოცდილი პროფესიონალების გუნდს, რაც უპირობოდ უნდა ჩატარდეს მაღალტექნოლოგიურ, მაღალკვალიფიციური ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

მოშიმშილე პაციენტის შემთხვევაში ყველა ზემოჩამოთვლილი გართულება თუ პროცედურა ბევრად უფრო სარისკო და ძნელად სამართავი ხდება. პროცედურისათვის აუცილებელი ანესთეზიისთვის საჭირო მედიკამენტების გამოყენებაც კი შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს. ასეთი პაციენტის ანესთეზიას აუცილებლად წინ უნდა უძღოდეს ელექტროლიტების ბალანსის აღდგენა.

გარდა ამისა, დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება ტრემორი, მკვეთრად გამოხატული კუნთოვანი სისუსტე და მეხსიერების ხანმოკლე ჩავარდნები. ეს სიმპტომები დიდი ალბათობით მიუთითებს უაღრესად საშიში ნევროლოგიური გართულების, ვერნიკე-კორსაკოვის სინდრომის საწყისი ეტაპის განვითარებაზე, რაც თავისთავად, დამოუკიდებლად წარმოადგენს კიდევ ერთ გადაუდებელ სამედიცინო კატასტროფას, რომელიც შეიძლება დასრულდეს კრუნჩხვებითა და კომატოზური მდგომარეობის განვითარებით.

სრული პასუხისმგებლობით, პროფესიულ სინდისსა და ჩვენს ოფიციალურ სამედიცინო კვალიფიკაციაზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ეთერში საჯაროდ გაჟღერებული სიმპტომების მიხედვით, უპირობოდ იმყოფება გარდაუვალი სიკვდილის რისკის ქვეშ; საჭიროებს სასწრაფო გამოკვლევებს და შესაბამის მკურნალობას მაღალტექნოლოგიური, მულტიპროფილური კლინიკის ინტენსიური განყოფილების პირობებში. პაციენტის მართვაში აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ: რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი, ინვაზიურ ჩარევებში დახელოვნებული გასტროენტეროლოგი, კარდიოლოგი, ჰემატოლოგი, ენდოკრინოლოგი და ნუტრიციონისტი. ასევე, პაციენტს უნდა უვლიდეს მაღალკვალიფიციური ექთანი რომელსაც შეუძლია სიცოცხლისთვის საშიში ჰემოდინამიური ძვრების მონიტორზე მყისიერი ამოცნობა.

გაფრთხილებთ, ზემოაღნიშნული სიმპტომების უგულებელყოფასა და მკურნალობის დაყოვნებას აუცილებლად ექნება გამოუსწორებელი შედეგი!”, – აღნიშნულია გავრცელებულ მიმართვაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved