კურორტი ტრუსკავეცი, სასტუმრო “რიქსოსი” – მმართველი პარტია მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელს ასახელებს და ამტკიცებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, საქართველოს ნაცვლად, ლვოვის ოლქში, ერთ-ერთ სამთო კურორტზე იმყოფება.
“მთავარის” ინფორმაციით, მათ მამუკა მდინარაძის მიერ გაჟღერებული ნათქვამის გადამოწმება ადმინისტრაციაში სცადეთ. სასტუმროში აცხადებენ, რომ იქ მიხეილ სააკაშვილი არ უნახავთ. მათივე ინფორმაციით, ტრუსკავეცისა და ბათუმის არქიტექტურა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.
კომენტარები