• რეკლამა
  • კონტაქტი
08:01, შაბათი, 22 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილი ამ ახალ გუნდთან ერთად შეასრულებს მნიშვნელოვან როლს, ერთადერთია, ვის გავლენასაც ვაღიარებ” – ხაბეიშვილი

ალია ავტორი - ალია
04:05 01-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
301

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი, ტვ პირველთან, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას, ამბობს:

ლევან ხაბეიშვილი:

-ამ პარტიის ლდიერი თუ ხარ, კი, მიშა სააკაშვილის მეგობარი უნდა იყო, უნდა თვლიდე მეგობრად, მე მეგობრადაც ვთვლი, ამ ქვეყნის თანამედროვე სახელმწიფოს დამფუნებლადაც და მომავალში ამ ქვეყანაში ბევრი კარგი საქმის გამკეთებლადაც. პირდაპირ გეუბნებით, გაინტერესებთ ვის ვუყურებ, ვინც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში მნიშნელოვან როლს შეასრულებს? მიშა სააკაშვილი იქნება, მათ შორის, ამ ახალგაზრდებთან ერთად, ამ ახალ გუნდთან ერთად, ის წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას, ამ ქვეყანასაც, დარწმუნებული ვარ ღმერთის წყალობით კარგადაც იქნება და ძალიან ბევრ საქმესაც გააკეთებს ახალგაზრდებთან ერთად.

დიანა ტრაპაიძე:

-სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინის მოქალაქეა და თავის თავს ქართულ პოლიტიკაში ვერ ხედავს.

ლევან ხაბეიშვილი:

-უკრაინული პოლიტიკიდანაც შეეძლო დღეს მიშა სააკაშვილს ბევრი რამის გაკეთება საქართველოსთვის, რომ იცოდეთ, დღეს რომ იყოს უკრაინაში იმ თანამდებობაზე რაზეც იყოს, დიახ საქართველოსთვის ძალიან ბევრი რამის გამკეთებელი იქნებოდა.

დიანა ტრაპაიძე:

-თქვენ ეხმარებით სააკაშვილს ქვეყნიდან გასვლის კამპანიაში, რომელიც არის წამოწყებული, იმით რომ მას ხედავთ პოლიტიკაში და ნაციონალურ მოძრაობაში?

ლევან ხაბეიშვილი:

-ხო, მე ასე მიმაჩნია, რომ მიშა სააკაშვილს ბევრი აქვს ამ ქვეყნისთვის გასაკეთებული, დარწმუნებული ვარ ასე იქნება. მას აქვს გაცხადებული პოზიცია, რომ ქართულ პოლიტიკაში არ ერევა, ეს არის მისი პირადი პოზიცია, სხვა საქმე იქნება მომავალში რას გააკეთებს და როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ოღონდ დღეს პოლიტიკური საკითხი კი არ დგას, დგას მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის საკითხი.

დიანა ტრაპაიძე:

-სააკაშვილის ჩამოსვლის წინ, თქვენ რომ ყოფილიყავით პარტიის თავმჯდომარე და ეკითხა, ჩამოსულიყო თუ არა, როგორ ურჩევდით?

ლევან ხაბეიშვილი:

-არ ვიცი, არ მინდა მკითხაობაში შევიდე. სააკაშვილს ქონდა გადაწყვეტილი გააზრებულად, ზურტად იცოდა, რას აკეთებდა, ზუსტად იცოდა, რომ პუტინის ტყვეობაში მოდიოდა. პრეზიდენტი სააკაშვილი აქეთ თუ რამეს მირჩევს და მეტყვის, რა უნდა გავაკეთო…

დიანა ტრაპაიძე:

-ვერ შებედავდით რჩევას?

ლევან ხაბეიშვილი:

რა შუაშია, ბევრი აზრი გაგვიცვლია, უბრალოდ, თუ ვინმეს ვაღიარებ საქართველოში პოლიტიკურ ველზე, არის მიშა სააკაშვილი. ერთადერთი ადამიანია, ვის გავლენასაც პოლიტიკურს ვაღიარებ და მე ვიცი ვის პარტიაში ვარ – ეს არის მიშა სააკაშვილი და მიშა სააკაშვილის პარტიაში რომ ხარ, მისი მეგობარი უნდა იყო, თუ ლიდერობა გინდა და თავმჯდომარეობა. მე ასე გუყურებ. ვინმე სხვანაირად უყურებს? – კი, ბატონო, აგერ არის (არჩევნები).

 

 

 

თეგები: ლევან ხაბეიშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved