• რეკლამა
  • კონტაქტი
17:30, კვირა, 11 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააგენტო “თაიმერის” ღია წერილი კახა ბექაურს – რატომ გამოაცხადა “მთავარ დამნაშავედ” ბექაურმა სააგენტო?

ალია ავტორი - ალია
13:40 04-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

მოგვილოცეთ – კახა ბექაურმა საინფორმაციო ინტერნეტ-გამოცემას – „თაიმერი“ „ხელი ჩამოართვა“, პატივი დასდო და 30 მარტს თავის „წირვა-ლოცვაში“ „მოიხსენია“. როგორ? მარტივად! რატომ ? „უბრალოდ, ისე“. ეს ხუმრობით, რეალობა კი ასეთია: 2019 წლის 23 დეკემბერს კომუნიკაციების კომისიამ, რომელიც 2000 წლის 1 ივლისიდან მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელი ორგანოა, გვამცნო, რომ შეიქმნა საზოგადოებასა და მედიას შორის გზამკვლევი – „მედიაკრიტიკა“ და „ჩა-გვიზუსტა: „MEDIACRITIK.GE ახალი ვებ-პლატფორმაა, რომელიც დღეიდან პროფესიულ და კვალიფიციურ, მიუკერძოებელ მედიაკრიტიკას შესთავაზებს საზოგადოებას.

მედიაკრიტიკის ონლაინ-პლატფორმის მიზანია ინფორმაციის კრიტიკული აღქმის და საბოლოო ჯამში, გააზრებული და ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობა.

მედიაკრიტიკის პლატფორმა კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით შექმნა. MEDIACRITIK.GE იქნება გზამკვლევი საზოგადოებას და მედიას შორის, იმავდროულად ონლაინ პლატფორმა ხელს შეუწყობს ჟურნალისტებისა და პროდიუსერების პროფესიულ განვითარებას».

სხვა თემაა, რამდენად მიუკერძოებელი შეიძლება იყოს კახა ბექაური, იმ ფონზე, როცა რამდენიმე წლის წინ, ბეჭდურმა მედიამ თავიდან ფეხებამდე „გააშიშვლა“ და ფაქტები დადო, როგორ „ჩაპარსა“ საზოგადოებრივი მაუწყებელი.

პრინციპში, იმხანად, მედია სისხლის სამართლებრივ დანაშაულზე, ადამიანების დევნაზე საუბარობდა, თუმცა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბექაურს სურვილი არ გასჩენია ყოფილი თანამშრომლების წინააღმდეგ სასამართლოსთვის მიემართა, ან ბრალდებებზე კვალიფიციური პასუხი გაეცა, ხოლო ჟურნალისტი ყალბი ახალი ამბის (Fake News) პროპაგანდისტად გამოეცხადებინა. ეს 2013 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის გარიჟრაჟზე მოხდა და ბექაური, სავარაუდოდ, მყარად ვერ იდგა „ქოცურ“ „მიწის ნაკვეთზე“, თორემ, როგორ შეიძლება არ ეპასუხა ბრალდებებზე, რომელმაც საბოლოოდ ბრაზილიური სერიალის სახე მიიღო და ბევრი შემაშფოთებელი ფაქტი გამოიტანა სამსჯავროზე.

სწორედ ამ „მოვლენების“ შემდეგ, უკვე ფეხზე მყარად მდგომი კახა  ბექაური, გვამცნობს, რომ მისი სამსახურის მიერ შექმნილი ონლაინ პლატფორმა „ხელს შეუწყობს ჟურნალისტებისა და პროდიუსერების პროფესიულ განვითარებას“. მეტიც: „მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ დააფუძნა მედიაწიგნიერების დეპარტამენტი და მედიააკადემია, რომელიც მედიაკრიტიკის ვებ-პლატფორმის გარდა, კიდევ ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: მედია სკოლა – რომელიც მედია-მენეჯერებს, პროდიუსერებსა და ჟურნალისტებს კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარება და მედია ლაბი – ლაბორატორია, რომელიც მიზნად ისახავს ციფრულ მედიაში სტარტაპების მხარდაჭერას და დაფინანსებას“.

კრინტს არ დავძრავდით ჟურნალისტების პროფესიულ განვითარებაზე დამაშვრალი პლატფორმის შესახებ, რომ არა ერთი „უმნიშვნელო“ ფაქტი – ანფასში და პროფილში, მარჯვნივ და მარცხნივ, ზედხედით და წინხედით, ვერტიკალში და ჰორიზონტალურად პლატფორმა მხოლოდ იმ მედია-საშუალებებზე აკეთებს აქცენტს, რომელიც „მავანთ“ „თვალში არ მოსდით“.

თუ კახა ბექაური იტყვის, რომ ვცდებით, ვურჩევთ „ჩახედოს“ „მედიაკრიტიკის“ გვერდს თვალებში! იმედია, ბექაური უფრო „შორს არ წავა“ და საკუთარი მოსაზრების უფლებასაც არ წაგვართმევს, ისევე, როგორც სცადა მოპოვებული ინფორმაციის გავრცელება აგვიკრძალოს. მოდით, დავიწყოთ კი არა, გავაგრძელოთ კონსტიტუციით. „მუხლი 17. აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები 2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. 3. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება“.

ესე იგი, ჩვენ გვაქვს მოპოვებული ინფორმაციის გავრცელების უფლება – ეს კონსტიტუციამ დაადგინა. კონსტიტუცია კი ქვეყნის უმაღლესი სამართლებრივი დოკუმენტია!

მოკლედ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 30 მარტს გიორგი გახარია სამეგრელოში პარტიის სექმნის შესახებ გააკეთებდა განცხადებას. „თაიმერმა“ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოიძია ინფორმაცია. ჩვენ გავარკვიეთ, რომ გახარიას პარტიაში, სავარაუდოდ, ჩუგოშვილი და ხულორდავა იქნებოდნენ. კომენტარისთვის ორივე ქალბატონს დავუკავშირდით. ჩუგოშვილმა უარყო ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, რაც ასახული იქნა გავრცელებულ ინფორმაციაში, ხულორდავამ სატელეფონო ზარზებს არ უპასუხა და ესეც მივუთითეთ. დეტალურად ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. რაკი რესპოდენტმა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია არ დაადასტურა, გამოქვეყნებული ახალი ამბის სათაურში – გახარიას პარტიის სახეები ხულორდავა და ჩუგოშვილი იქნებიან?! – დავსვით კითხვის ნიშანი და ძახილის ნიშნით გამოვხატეთ ემოცია. იმედი გვაქვს, სხვათა აღზრდაზე პრეტენზიის მქონე „ბექაურმა და კომპანიმ“ იცის, რომ ძახილის ნიშანი, მხოლოდ ბრძანებით ფორმას არ გამოხატავს.

31 მარტს MEDIACRITIK.GE აქვეყნებს „დასკვნას“, სადაც „თაიმერის“ გარდა ჟურნალისტი Fake News-ის გამავრცელებელთა შორის მოხვდა, ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს მხარდამჭერი გამოცემაც. მოკლედ, კახა ბექაურმა გამოგვაცხადა „მთავარ დამნაშავედ“ – აი, გახარიამ არ გააკეთა განცხადება. ესე იგი, ბექაური, ეს ძალიან მაღალი კვალიფიკაციის თანამდებობის პირი, რომელსაც „გაკვრით“ და შეიძლება „სიღრმისეულადაც“ ჰქონდა შეხება ჟურნალისტიკასთან, თვლის, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმავე წამს უნდა დადასტურდეს, წინააღმდეგ, ინფორმაცია ყალბია. კი, ბატონო, იყოს ასე! მაშ, კონსტიტუციაში რატომ წერია – „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია“. მითუმეტეს, „თაიმერს“ ბრალი არ დაუდია დანაშაულში არავისთვის. არის „ცხელი პერიოდი“, საზოგადოების დაკვეთაა ჰქონდეს ინფორმაცია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გიორგი გახარია.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული პოლიტიკური „აურის“ ღერძი ახლა გახარიაა, პოზიცია და ოპოზიციაც მის გადაწყვეტილებას ელოდება და აი, უკვე მეოთხე დღეა, ვერა და ვერ მივხვდით რამ გააოცა კახა ბექაურის „კანტორა“ და რატომ გვიკრძალავს მოვიპოვოთ და გავავრცელოთ ინფორმაცია, ან საიდან იცის ბექაურმა, რომ ჩუგოშვილი და ხულორდავა ხვალ, ზეგ ან მაზეგ გახარიას პარტიაში არ იქნებიან? თუნდაც მოხდეს საპირისპირო და ეს ადამიანები არ აღმოჩნდნენ გახარიასთან, რა დააშავა ჩვენს მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ, სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვია თუ საერთაშორისო სკანდალი? ზოგადად, კი, რა გამოდის, ბექაურს თავისი MEDIACRITIK.GE-ით შეუძლია ექსპერტებსაც აუკრძალოს პროგნოზის გაკეთება, ან ვარაუდის გამოთქმა? ასე გამოდის არა? ვინმემ იცის რა უნდა ბექაურს?!

საინფორმაციო სააგენტო “თაიმერის” რედაქცია.

თეგები: კახა ბექაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved