• რეკლამა
  • კონტაქტი
19:08, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Эхо Москвы-ს ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ თბილისში მოწამლეს – The Insider-ის გამოძიება

ალია ავტორი - ალია
13:32 08-16-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
478

The Insider წერს, რომ გასული წლის განმავლობაში მოწამვლის “ახალ ტალღაში” მოყვნენ ჟურნალისტები და აქტივისტები, რომლებმაც რუსეთი დატოვეს. მედია საკითხთან დაკავშირებით ვრცელ საგამოძიებო მასალას აქვეყნებს.

ოქტომბერში Novaya Gazeta-სა და Meduza-ს ჟურნალისტი, ელენა კოსტიუჩენკო მოწამლეს მიუნხენში, ერთი კვირის შემდეგ “ეხო მოსკვის” ჟურნალისტი, ირინა ბაბლოანი თბილისში, თითქმის იდენტური სიმპტომების წინაშე აღმოჩნდა, ხოლო გაზაფხულზე, ფონდ “თავისუფალი რუსეთის” ხელმძღვანელი, ნატალია არნო მოწამლეს ნეიროტოქსიკური ნივთიერებით.

მოწამვლის შესახებ გარემოებები The Insider-მა განიხილა სხვადასხვა ექსპერტებთან, მათ შორის ქიმიური იარაღის სპეციალისტთან, ათამდე სხვადასხვა სპეციალობის ექიმთან, მათ შორის რუს ექიმებთან, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ალექსეი ნავალნისა და დიმიტრი ბიკოვის რეანიმაციაში.

Эхо Москвы-ს ჟურნალისტი – სავარაუდოდ მოიწამლა თბილისში.

გამოცემა წერს, რომ ირინა ბაბლოიანი მოსკოვიდან თბილისში გასული წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში გადავიდა და სასტუმრო King Tamar-ში ცხოვრობდა. 25 ოქტომბრის საღამოს მან თავი შეუძლოდ იგრძნო, მეორე დილით ძლიერი სისუსტითა და თავბრუსხვევით გაიღვიძა. 26 ოქტომბერს იგრძნო ხელისა და ფეხის გულებს წვა.

“მიუხედავად ამ უცნაური პირველი სიმპტომებისა, ირინამ გადაწყვიტა უარი არ ეთქვა ერევანში მოგზაურობაზე, სადაც 27 ოქტომბრის ღამეს მანქანით წავიდა. მანქანაში ძალიან ცუდად გახდა, გონება დაბინდული ჰქონდა, კონცენტრაციას ვერ ახერხებდა”, – წერს გამოცემა.

ბაბლოანი ყვება, რომ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სხეული მას არ ეკუთვნოდა, დაღლილობის გრძნობა არ ქრებოდა, დაეწყო ძლიერი შფოთვა.

ერევნის სასტუმროში ქალმა მუცლის ძლიერი ტკივილი იგრძნო, ჰქონდა პირღებინება, პირში მეტალის გემო. გამოცემა წერს, რომ ყველა სიმპტომი, გარდა ბოლოსი ძალიან ჰგავს კოსტიუჩენკოს შემთხვევას – ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით, ირინას აწუხებდა კანზე სიწითლე, პირველ კვირებში ეს ჰგავდა წითელ ლაქებს, შემდეგ კი ჭინჭრის ციებას.

გამოცემის ცნობით, სისუსტე, ტკივილი და უძილობა გაქრა დაახლოებით ორი დღის შემდეგ, სიწითლე კანზე კი კვლავ ჩნდება.

ირინას მაშინვე არ მიუმართავს ტოქსიკოლოგისთვის, რადგან ვერ იფიქრებდა, რომ ვინმეს შეიძლება მოეწამლა, ტესტი გაიკეთა ალერგიაზე (ყველა ცნობილ ალერგენზე უარყოფითი იყო). რამდენიმე თვეში, ბერლინში გადასვლის შემდეგ გაიკეთა ტოქსიკოლოგიური ანალიზი, რომლის პასუხებიც არ მისვლია. კლინიკაში ჟურნალისტს უთხრეს, რომ სისხლის ნიმუში “დაიკარგა”, მასთან მივიდა პოლიცია, რომელმაც გამოკითხა.

The Insider წერს, რომ ცოტა ხნის წინ ირინამ კვლავ ჩააბარა სისხლის ნიმუში, მაგრამ ამდენი ხნის შემდეგ პრაქტიკულად წარმოუდგენელია ტოქსინების კვალის აღმოჩენა.

The Insider-ის მიერ გამოკითხული ექსპერტებისთვის ეგზოგენური/გარეგანი მოწამვლის ვერსია უფრო სავარაუდოა. ელენა კოსტიუჩენკოს მიერ აღწერილი სიმპტომების მსგავსება იძლევა ვარაუდის გაკეთების საშუალებას, რომ შეიძლებოდა მომხდარიყო იგივე ან მსგავსი მომწამვლელი აგენტის გამოყენება, მაგრამ მაინც ძნელი სათქმელია, რომლის, რადგან ირინას შემთხვევაში მწირია სამედიცინო ანალიზების პასუხები.

,,მთავარი არხი”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved