• რეკლამა
  • კონტაქტი
20:24, შაბათი, 10 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსული დათვის მოსაცილებლად ამერიკას შეუძლია კავკასიური ვეფხვის გაზრდა!” – კურტ ვოლკერი

ალია ავტორი - ალია
18:09 11-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

„ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) ვებ-საიტზე ამერიკელი დიპლომატის, უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის და ნატო-ში ყოფილი წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის სტატია გამოქვეყნდა სათაურით: „კავკასიური ვეფხვის გაზრდა“:

17 ნოემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც 2016 წელს ქვეყანაში ჯონ კერი იმყოფებოდა. ვიზიტი რეგიონისთვისა და თვით საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში ხდება. საუკეთესო შემთხვევაში, მან შეიძლება, შექმნას ორპარტიული, სტრატეგიული მიდგომის სტილი, რომელიც შეიძლება, ბაიდენის მომავალმა ადმინისტრაციამ აირჩიოს.

რეგიონალულად, საქართველოს მეზობლები სამხრეთ კავკასიაში, აზერბაიჯანი და სომხეთი ახლახან შეთანხმდნენ რუსეთის შუამავლობით დადებული ზავის შესახებ ოქტომბერში განახლებული, სასტიკი ბრძოლების შემდეგ. დაძაბულობა კვლავ მაღალია. ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში, აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების განლაგებას დათანხმდა.

ეს ნიშნავს, რომ პირველად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთს ჰყავს სამხედრო ძალები სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე: სომხეთში მოწვევით; აზერბაიჯანში, როგორც სამშვიდობოები; ხოლო საქართველოში, როგორც საოკუპაციო ძალები აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. ეს მცოცავი იმპერიის მშენებლობა განსაკუთრებულ ზეწოლას ახდენს საქართველოზე, რეგიონში ყველაზე წარმატებულ დემოკრატიასა და ყველაზე მეტად დასავლეთისკენ მიდრეკილ საზოგადოებაზე. საქართველოს, რუსეთის ბოლოდროინდელი ნაბიჯების საწინააღმდეგოდ, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან მეტი ჩართულობა სჭირდება.

რეგიონალური გეოპოლიტიკური ზეწოლის ზრდა ემატება საქართველოში დაძაბულ საშინაო პოლიტიკურ ვითარებას ბოლო ეროვნული არჩევნების შემდეგ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადასტურა, რომ მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48% მიიღო, რაც საკმარისია ახალი მთავრობის შესაქმნელად კოალიციური პარტნიორების საჭიროების გარეშე. თუმცა გაერთიანებულმა ოპოზიციამ უარი თქვა ამ შედეგის მიღებაზე, ხმებთან დაკავშირებული კანონდარღვევების შესახებ იმ მრავალ ბრალდებაზე მითითებით, რომელიც ჯერ კიდევ გამოსაძიებელია. გარდა ამისა, სავარაუდოდ”გაერთიანებული” ოპოზიცია რეალურად, დაყოფილია იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოექცნენ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომლის პოლიტიკურმა პარტიამ, ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” კენჭისყრაში მეორე ადგილი დაიკავა.

აქ სახელმწიფო მდივნის, პომპეოს სამუშაო განსაკუთრებით რთული იქნება. მან ყველა მხრიდან უნდა დაიცვას კანონის უზენაესობა – იგულისხმება ორივე: თაღლითობის ბრალდებების გამოძიებისა და საჭიროების შემთხვევაში, გამოსწორებისთვის ზომების მიღების დაჟინებული მოთხოვნა. ამავე დროს, მან ხაზი უნდა გაუსვას იმას, რომ დემოკრატია მოითხოვს როგორც მთავრობას, ასევე ძლიერ პოლიტიკურ ოპოზიციას. არჩევნების შედეგების გამოკვლევასა და შემოწმებას უნდა მოჰყვეს გამარჯვებულების მიერ მთავრობის ფორმირება, დამარცხებულების მიერ პარლამენტში ოპოზიციად შესვლა და ყველა მხარის მიერ დემოკრატიული პროცესის გაგრძელების მიდევნა. სამართლებრივი დაცვის საშუალებები კი სამართლებრივი დემოკრატიული საშუალებებით უნდა განხორციელდეს.

გეოპოლიტიკური ზეწოლისა და საშინაო ძვრების კომბინაცია, რაც საქართველოს აზიანებს, ემატება ასევე კორონავირუსის დიდ აფეთქებას რეგიონში. ისევე, როგორც შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპაში, შემთხვევებმა საქართველოშიც მოიმატა.

ვირუსთან დაკავშირებულმა ჯანდაცვისა და მოგზაურობის შეზღუდვებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზე და კიდევ გარკვეული ხნის განმავლობაში ასე გაგრძელდება. ეკონომიკური აღდგენისთვის, საქართველოს დასჭირდება ეკონომიკური ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც მხოლოდ უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი დონეების მოზიდვით შეიძლება გაკეთდეს. ამის მისაღწევად, საქართველოს ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან კავშირების გაღრმავება დასჭირდება.

საქართველოს კარგი გამოცდილება აქვს მსოფლიო ბანკის “ბიზნესის კეთების” ინდექსებში. მიუხედავად ამ ხელსაყრელი რეიტინგებისა, უცხოელი ინვესტორები ყოყმანობენ.

ეს ნაწილობრივ განპირობებულია საქართველოს მცირე ბაზრის მასშტაბით, ნაწილობრივ მისი გეოგრაფიით და ნაწილობრივ – სასამართლო სისტემისა და ინვესტორთა კლიმატის შესახებ წარმოდგენებით, რომელიც შეიძლება, პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მოექცეს.

მაგალითად, ბოლო მომენტში მიღებული კანონმდებლობა და მთავრობის ადმინისტრატორის დანიშვნა კერძო უცხოური ინვესტიციის გაუქმებისთვის დიდ ინტერნეტ კომპანიაში („კავკასუს ონლაინი“), რომელიც ახლა საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართავს, პოტენციურ ინვესტორებს აჩერებს. ანალოგიურად, გასულ წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტის ჩავარდნა (რომელიც ვერ მოხერხდა როგორც კომერციული მიზეზების, ასევე, კონსორციუმის ლიდერებზე მთავრობის მიერ ბიძგმიცემული გამოძიებების გამო), ინვესტორების მიერ გამაფრთხილებელ ნიშნადაა აღქმული. არჩევნების შემდგომი კლიმატის ახალი მიდგომით, ეს პროექტი (და მსგავსი სხვა პროექტები) შეიძლება აღდგეს, როგორც სახელმწიფო-კერძო პარტნიორობები.

საქართველომ ეს ნარატივი უნდა შემოატრიალოს. მცირე, შორეულ ბაზრად აღქმიდან, საქართველომ თავი უნდა დაიმკვიდროს, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ერთადერთი ისეთი დერეფნის კარიბჭედ, რომელიც ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს ერთმანეთთან ისე აკავშირებს, რომ არ გადის რუსეთსა ან ირანზე. სხვაგვარად, საქართველო შესაძლოა, არც ისე საინტერესო იყოს ევროპელი და აშშ-ს ინვესტორებისთვის. მაგრამ როგორც რეგიონის მასშტაბით ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე დასავლური, კანონის უზენაესობის ყველაზე მეტად დამცავი და რეგიონში ინვესტიციებისთვის ყველაზე სტუმართმოყვარე ადგილი, საქართველო შეიძლება გახდეს არსებითი ფინანსური, ლოგისტიკური და კიბერ გზაჯვარედინი, ისევე, როგორც რეგიონული შტაბ-ბინებისთვის ყველაზე მიმზიდველი ადგილი.

აშშ-ს ჩართულობის დადასტურებისა და საქართველოში საშინაო პოლიტიკურ შერიგებაში წვლილის შეტანის მიღმა, სახელმწიფო მდივან პომპეოს აქვს შესაძლებლობა, შეერთებულმა შტატებმა წამოწიოს ეს ხედვა საქართველოსი, როგორც რეგიონში მთავარი ეკონომიკური მოთამაშის. მას შეუძლია, დაადასტუროს აშშ-ს განზრახვა, თბილისში შეიქმნას აშშ-ს განვითარების საფინანსო კორპორაციის რეგიონული ოფისი, გააკეთოს შეთავაზება აშშ-ს დახმარების შესახებ ინვესტორთა დავების მოგვარებაში და ჩამოაყალიბოს სტრატეგიული ხედვა, რომლის აღება და განვითარება შესაძლოა, აშშ-ს მომდევნო ადმინისტრაციის მიერ მოხდეს.

რუსული დათვისა და ჩინური დრაკონის თავიდან მოცილების მიზნით, შეერთებულ შტატებს შეუძლია, კავკასიური ვეფხვის გაზრდას შეუწყოს ხელი.

წყარო – ინტერპრესნიუსი

თეგები: აშშკურტ ვოლკერი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved