• რეკლამა
  • კონტაქტი
08:28, სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსული არმიის ნაწილები უკრაინულმა პოლიციამ დააკავა, დიახ, პოლიციამ დააკავა არმია” – 6 მაისის შეჯამება უკრაინაში

ალია ავტორი - ალია
00:16 05-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,762
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე: 
“6 მაისის შეჯამება უკრაინაში:
– სამი დღის წინ უკრაინული ოპერაცია ხარკივის შემოგარენში ინტენსიური გახდა ხოლო დღეს კი სრულმასშტაბიან შეტევაში გადაიზარდა. ჯერ კიდევ გუშინ იკვეთებოდა ამის კონტურები, მაგრამ დღეს უკრაინელები ყველა ფლანგიდან მიიწევენ წინ. როგორც კი უკრაინელებმა სტარი სალტივი აიღეს და მდინარეზე გადასასვლელი ხიდებიც გაამაგრეს აღმოსავლეთით დაიწყეს შემობრუნება და დარჩენილი რუსული ნაწილის გაწმენდა. მაგრამ ეს არ აღმოჩნდა ნელი პროცესი, არამედ ხარკივიდან დაიძრა უკრაინული ორი ბრიგადა, სპეციალური რაზმები, “კრაკენისა” და “აზოვის” ნაწილები და სხვა. მაგრამ საინტერესო რამ მოხდა დღეს – რუსული არმიის ნაწილები სტარი სალტივსა და ფრედორივკას შორის ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა. დიახ, პოლიციამ დააკავა არმია. რა თქმა უნდა, პოლიციური რაზმები აგრესიის მოგერიებაში სრულად არიან ჩაბმულები და კარგადაც აღჭურვილნი, მაგრამ ხარკივის შემოგარენში მომხდარი ამბავი მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ რუსული არმია კატასტროფულადაა გამოფიტული და რეალურად ბრძოლის თავიც აღარ აქვს.
ხარკივში უკრაინულმა მექანიზებულმა ნაწილებმა მხოლოდ დღეს 10 დასახლება გაათავისუფლეს. პერემოჰასთან უკან დახევისას რუსები მდინარე ველიკა ბაბკას ჭაობებში ჩარჩნენ და უკრაინელებს დანებდნენ. რაც მთავარია, ხარკივი-სტარი სალტივის გზა მთლიანად უკრაინელების მიერ კონტროლდება. ტერიტორია მიმოფენილია განადგურებული რუსული საჯარისო ფორმირებებით და მათი ტექნიკითა. ბოლო დღეებში რუსების დანაკარგები ამ მიმართულებით კატასტროფულად მაღალია.
ამასთან, უკრაინელებმა დაიწყეს დასავლური თვითმკვლელი დრონების – “სვიჩბლეიდებისა” და “ფენიქსის მოჩვენებების” გამოყენება. რუსული ყველაზე კარგად გამაგრებული და დაშორებული პოზიციებიც კი აღარ არის დაცული. ხარკივის რაიონში მათი წარმატებული გამოყენების შემდეგ ალბათ მალე თვითმკვლელ დრონებს მთელს აღმოსავლეთ უკრაინაში ვიხილავთ კიდეც.
უკრაინელთა სწრაფი წინსვლის ფონზე ბელგოროდის რაიონში (რუსეთში), ხარკივის სასაზღვრო ზონაში რუსები გარკვეულ თავდაცვის ზღუდეებსაც კი აკეთებენ. პოტენციური უკრაინული შეტევის შიშის გამო.
– ხარკივის რაიონში, იზუმის მიმართულებით რუსების შეტევა სრულადაა შეჩერებული. მეტიც, როგორც ჩანს რუსები დიდი დანაკარგების გამო იზუმის გავლით დონეცკის უკრაინული დაჯგუფების ალყაში მოქცევას ვეღარ განახორციელებენ და ფოკუსი ისევ ლუგანსკის რაიონის დარჩენილი დასახლებების დაკავებაზე გადაიტანეს. შესაძლოა იზუმიდან მოიხსნას კიდეც გარკვეული რაოდენობით რუსული ნაწილები და გადაისროლონ ლუგანსკში. დღეს შეტაკებები სწორედ ამ რაიონში მიმდინარეობდა. სევეროდონეცკი მთავარ საბრძოლო არეალადაა ქცეული.
– ქალაქ დონეცკთან ავდიივკაზე რუსებმა შეტევა ვერ განახორციელეს. სამაგიეროდ უკრაინელებმა კონტრშეტევა სცადეს 2014 წელს ოკუპირებულ იასინუვატაზე, რომელიც ავდიივკას მომიჯნავედაა. რუსებს დიდი დანაკარგები აქვთ. თუმცა როგორც ჩანს ვერც უკრაინელები და ვერც რუსები გარდამტეხი უპირატესობის მოპოვებას ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ.
– აზოვსტალში სიტუაცია ძალიან მძიმეა. დაჭრილებს არ აქვთ წამლები და ანტიბიოტიკები. შესაბამისად ნებისმიერი ჭრილობა ხშირ შემთხვევაში იწვევს გართულებებს და ხდება ფატალური. ასობით დაჭრილია ქარხნის ტერიტორიაზე, რაც ქალაქის მცველების მდგომარეობას კიდევ უფრო რთულად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ რუსების ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანმა ნაწილმა უკვე დატოვა მარიუპოლი და ფრონტის სხვა მიმართულებით დეფიციტის გამო მათი გადასროლა მოხდა, მაინც, იმდენი სამხედრო დარჩა თავიანთი მძიმე ტექნიკითურთ, რომ აზოვსტალის იერიში ყოველდღიურად გრძელდება. მიუხედავად ამისა, ქარხნის ზედა და ქვედა ნაწილი კვლავ უკრაინელთა ხელშია.
– რუსული სამხედრო კოლონა შემჩნეული იქნა ბელორუსში, ქალაქ პინსკთან ახლოს, რომელიც დასავლეთ უკრაინას, კერძოდ ვოლინისა და რივნეს მხარეებს ესაზღვრება. რუსებს სამხედრო ძალების დეფიციტი აქვთ და თუკი რუსეთის ხელისუფლება ბელორუსში დარჩენილ რუსულ ნაწილებს არ ეზიდება უკან, მაშინ ეს შეიძლება მიანიშნებდეს დასავლეთ უკრაინაზე რაიმე ფორმით იერიშის წამოწყების მცდელობას. რთული სათქმელია ზუსტად რა გეგმა აქვს რუსეთს, მაგრამ სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყველაფერი შეიძლება ვიხილოთ.
– ჯერჯერობით უცნობია რა ხდება რუსული საზღვაო ფრეგატის ადმირალი “მაკაროვის” თავს. შესაძლოა მას მართლაც მოხვდა უკრაინული “ნეპტუნის” ტიპის რაკეტა და ახლა იძირება კიდეც. მაგრამ ჯერჯერობით რთულია რაიმეს დადასტურება ან უარყოფა. თუმცა უკვე რეალობაა, რომ რუსული შავის ზღვის ფლოტი დიდ კრიზისშია.”
თეგები: გიორგი კობერიძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ

13:10 09-21-2026
ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!

12:54 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved