• რეკლამა
  • კონტაქტი
03:30, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსული არმიის ავანგარდმა მიაღწია ბახმუტი-ლისიჩანსკის გზას და მისი გადაკეტვა სცადა, თუმცა…” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
17:03 06-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
344
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
6 ივნისის შეჯამება უკრაინაში:
– ბრძოლა სევერდონეცკისათვის გრძელდება. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქალაქის დათმობას უკრაინელები არ აპირებენ. სევეროდონეცკის აბსოლუტურ უმრავლესობას უკრაინელები აკონტროლებენ. დღეს ქალაქში მექანიზებული ბრიგადაც შევიდა. საბრძოლო მოქმედებები ქალაქის ცენტრს გაცდა და აღმოსავლეთით, გარეუბნებისაკენ გრძელდება. ამასთან ზურგში ალყაში მოქცეული რუსული ნაწილები ინდუსტრიულ რაიონში გაანადგურეს.
ქალაქში შევიდა ქართული ლეგიონიც.
– უკრაინელებმა წამოიწყეს ფლანგური შეტევა ქალაქის სამხრეთითაც. მხოლოდ სევეროდონეცკის დაკავება ფლანგური შეტევის გარეშე საშიში იქნებოდა. სწორედ ამიტომ სევეროდონეცკიდან 4 კილომეტრში უკრაინელებმა რუსებს კიდევ უფრო უკან დაახევინეს ტყიან მასივში, სოფელი ვორონოვეს მოშორებით.
რუსებს ქალაქის ირგვლივ ძირითადად შემტევი ნაწილები ჰყავთ თავმოყრილი, რის გამოც თავდაცვის ზღუდეები არსად არ აქვთ გაკეთებული. მათი უკან დახევა მასშტაბური უკან დახევაა და უკრაინელები ამ მდგომარეობის სრულად გამოყენებას აპირებენ
სწორედ ამის გამო რუსებს მოუწევთ დამატებითი ნაწილების გადმოსროლა დონეცკისა და ხარკივის რაიონებიდან, რათა ჩამოშლის საფრთხის წინაშე არ დადგნენ.
რეალურად ქალაქისა და მისი შემოგარენის ირგვლივ სიტუაცია ძალიან მალე იცვლება.
– სევეროდონეცკიდან კიდევ უფრო სამხრეთით სოფელ ტოშკივკასთან უმძიმესი საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. სოფლიდან ლისიჩანსკისაკენ მიდის გზა. უკრაინელებმა რუსებისა და სეპარატისტების ბატალიონის შეჩერება და საარტილერიო იერიშით მათი უკუგდება შეძლეს. სეპარატისტების ნაწილებმა დიდი დანაკარგებით დაიხიეს უკან. ისინი შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე ღიად წერენ.
– რუსული არმიის ავანგარდმა მიაღწია ბახმუტი-ლისიჩანსკის გზას და მისი გადაკეტვა სცადა ბილოჰორივკასთან თუმცა უკრაინელებმა სოფლის შენარჩუნება დაჯგუფების უკუგდება შეძლეს. მძიმე ბრძოლები გრძელდება გზის 15 კილომეტრიან მონაკვეთზე – იაკოვლიკა-სპირნეს ნაწილში. უკრაინელებისათვის ამ გზის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ლისიჩანსკი-სევეროდონეცკის დასაცავად.
– რუსებმა ლიმანიდან და იზიუმიდან ერთდროულად სცადეს სლავიანსკისაკენ გაჭრა თუმცა მძიმე დანაკარგებით დაიხიეს უკან. როგორც ჩანს იზიუმიდან დაძრული რუსული დანაყოფები 35-ე არმიის განადგურების შემდგომ გამოიფიტა და ლიმანის დაჯგუფების იმედი უფრო აქვთ, რომელსაც რაიჰოროდოკთან, ოღონდ ჯერ კიდევ მდინარის აღმოსავლეთით უკრაინელები აკავებენ. პრაქტიკულად ბრძოლა კვლავ ლიმანის რკინიგზის სადგურიდან 3 კილომეტრში მიმდინარეობს.
ერთადერთი საფრთხე რაც იქმნება უკრაინელების ძალიან ღრმად შესვლაა ისე, რომ ფლანგები ჯერ კიდევ არ არის სრულად დაცული – იზიუმი-სლავიანკი და ბახმუტი-ლისიჩანსკის გზის მონაკვეთი უსაფრთხოების კუთხით ძალიან სერიოზული გამოწვევაა. რუსები უკრაინულ თავდაცვის ზღუდეს ბარვინკოვესა და მთავარ მაგისტრალთან ვერაფერს უხერხებენ, მაგრამ შემოვლის შემთხვევაში გარკვეული საფრთხეები შეიქმნება. ამისათვის რუსების იზიუმის დაჯგუფებას დიდი შევსება უნდა მიუვიდეს ოღონდ. თუმცა ფაქტია რომ ამ ეტაპზე ბარვინკოვეს გავლით ან ცენტრალური მაგისტრალის გამოყენებით იზიუმის დაჯგუფებამ სლავიანსკამდე ვერ მიაღწია.
მეორეს მხრივ ლისიჩანსკი-ბახმუტის მონაკვეთის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ძალიან რთულ ამოცანად რჩება.
– ზაპორიჟიას რაიონში რუსული ასეული შეტევისას ჩასაფრებაში მოჰყვა და თითქმის სრულად განადგურდა პოლოჰი-ჰულიაიპოლეს გზაზე.
– საარტილერიო ბრძოლა გრძელდება ქალაქი დონეცკის სიახლოვეს. რუსები მარიინკასა და განსაკუთრებით ავდიივკას ბომბავენ. ხოლო უკრაინელები რუსულ საცეცხლე პოზიციებს ესვრიან. საბრძოლო დუელის შუაგულში კი ქალაქი დონეცკია, რომელშიც ჭურვები ცვივა.
– უკრაინელებმა საბრძოლო მოქმედებებში სრულად ჩართეს პოლონელებისაგან მიღებული ტანკები და ნიდერლანდური (ამერიკული წარმოშობის) M113 ჯავშანტრანსპორტიორები. ახალი დანაყოფები ლუგანსკის რაიონის გათავისუფლებაში იღებენ მონაწილეობას.
– გერმანიამ დაიწყო რეალური ენერგო ალტერნატივის შექმნა – დამატებით 50 მილიარდ კუბური მეტრის გაზს გათხევადებულ მდგომარეობაში აშშ-საგან მიიღებენ.
– ბორის ჯონსონმა შიდა პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად დღეს განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ გულხელდაკრეფილი ჯდომას არ აპირებს, როდესაც აგრესორი მშვიდობიან ქვეყანას ანადგურებს. უკრაინა უმოკლეს ვადაში მიიღებს M270 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას. “ჰაიმარსებთან” ერთად ეს ის იარაღია, რომელსაც რეალური ცვლილების შეტანა შეუძლია ომში.
თეგები: გიორგი კობერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved