• რეკლამა
  • კონტაქტი
18:37, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსულ-ევრაზიული ორგანიზებული დანაშაული” – გერმანიაში საქართველოს ფოსტის ქვეკონტრაქტორი დააკავეს, 11 პირთან ერთად

ალია ავტორი - ალია
18:38 10-10-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,197

სპეცოპერაცია ქართული ბანდის წინააღმდეგ – გერმანიაში 12 ადამიანია დაკავებული. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

მედიის ცნობით, სპეცოპერაცია ოთხშაბათს დილით ქალაქ როიტლინგენში, შტუტგარტში, ჰამბურგსა და ბერლინში ჩატარდა. ოფიცრებმა შენობები და სათავსოები გაჩხრიკეს. ამოღებულია მოპარული ნივთები. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეებს მოპარული საქონელი საქართველოში გადმოჰქონდათ. ქურდობაში კი რუსულ-ევრაზიული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი მონაწილეობდა.

დაკავებული 12 ადამიანიდან მთავარი ბრალდებული 54 წლის ქართველია, რომელიც საქართველოს ფოსტის ოფიციალური ქვეკონტრაქტორია, შესაბამისად ის პასუხისმგებელია ამანათების გერმანიიდან საქართველოში გადაზიდვაზე. კრიმინალური პოლიციის ინფორმაციით, მას რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში სატვირთო მანქანით გადაჰქონდა მოპარული საქონელი. მათ შორის იყო მოპარული ველოსიპედები, მობილური ტელეფონები, ელექტრონული ნივთები, ტანსაცმელი, ალკოჰოლი და კოსმეტიკა.

ბავარიაში გამოძიება 2022 წლის თებერვალში დეგგენდორფის კრიმინალურ პოლიციაში დაიწყო, მათ რამდენიმე ქართველი და ქართული წარმოშობის პირის წინააღმდეგ, რომლებიც ჯგუფურ ქურდობაში იყვნენ ეჭვმიტანილნი. პოლიციის ცნობით, გაჩნდა მინიშნება, რომ ქურდობა რუსულ-ევრაზიული ორგანიზებული დანაშაულის წევრების მიერ იყო კოორდინირებული, რის შემდეგაც გამოძიება, 2022 წლის ზაფხულში, მიუნხენის პასუხისმგებელ პროკურატურას გადაეცა, დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით. მას შემდეგ გამოძიებას ბავარიის სახელმწიფო კრიმინალური პოლიციის ოფისი აწარმოებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved