უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსული შეიარაღებული ძალების აგრესიას ქვეყანაში უკვე 121 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 167-მა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.
უწყების ცნობით, ყველზე მეტი ბავშვი დაზარალდა კიევის ოლქში – 61, ხარკოვში – 41, დონეცკში – 40, ჩერნიგოვში – 32, ნიკოლაევში – 24, კიევში (დედაქალაქში) – 16, ჟიტომირში – 15, ხერსონში – 15, სუმში – 14.
ყოველდღიური თავდასხმებისა და დაბომბვის შედეგად დაზიანდა 548 სასწავლო დაწესებულება, აქედან 72 მთლიანად განადგურდა.
მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.
კომენტარები