რუსთავში ცარიელ აუზში ქალი ჩავარდა და მძიმე დაზიანებები მიიღო.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით რუსთავის ცენტრალურ პარკში 60 წლამდე ქალი ცარიელ აუზში ჩავარდა და მძიმე დაზიანებები მიიღო.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.
გავრცელებული ინფორმაციით ქალი ოჯახის წევრებთან ერთად სეირნობდა და მობილური ტელეფონით სელფს იღებდა. ვერ შეამჩნია ცარიელი აუზი, სავარაუდოდ ფეხი წამოკრა შემაღლებულ ფილას, ჩავარდა და თავი ბეტონს დაარტყა.











კომენტარები